მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი: “ბარსელონას” თამაში სპექტაკლს ჰგავს”

ჩავი ერნანდესი: “ბარსელონას” თამაში სპექტაკლს ჰგავს”

ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა კატალონიის “ბარსელონას” წამყვანი ფეხბურთელები, კერძოდ კი სამხრეთ ამერიკული ტრიო, შეაფასა.

“ბარსელონას” თამაში სპექტაკლს ჰგავს. ინდივიდუალურ დონეზე გუნდს სამი მონსტრი მიუძღვება წინ. ჩემთვის, მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. მას სუარესსა და ნეიმართან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, რაც კლუბისთვის ძალიან კარგია. ისინი უამრავ მომენტს ქმნიან და მატჩთა ბედს წყვეტენ.

ვფიქრობ, სხვა გუნდების წინააღმდეგ უპირატესობა გვაქვს. ეს არის ფილოსოფია, რომელიც იოჰან კრუიფმა დნმ-ში ჩაგვინერგა. უკანასკნელი 10,15,20 წლის განმავლობაში ჰოლანდიელი მსოფლიო ფეხბურთსა და “ბარსელონაში” ყველაზე გავლენიანი პირი იყო.”-ამბობს ჩავი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში