მოგეხსენებათ, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ალეიშ ვიდალმა “ალავესთან” მატჩის დროს უმძიმესი ტრავმა მიიღ და სულ მცირე 5 თვის გამოტოვება მოუწევს.
თანაგუნდელები, რა თქმა უნდა, ესპანელს გვერდში ამოუდგნენ და რთულ პერიოდში მას ამხნევებენ. გადავხედოთ მათ პოსტებს სოციალურ ქსელში.
დენის სუარესი: “ამ გზაზე შენ მარტო არ ივლი. ჩვენ შენს გვერდით ვიქნებით და მე მჯერა, რომ შენ დაბრუნები ძლიერი, როგორც არასდროს.”
არდა თურანი: “მალე დაბრუნებას გისურვებ, შენ ძლიერი ხარ ძაო.”
ანდრე გომეში: “შენ იმაზე ძლიერი დაბრუნები, როგორც არასდროს, ალეიშ. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ.”
ანდრეს ინიესტა: “ვიდალის ტრავმამ ჩვენზე ძალიან იმოქმედა. ის ბევრად ძლიერი დაბრუნდება.”
სამუელ უმტიტი: “ბევრი ძალა და მხნეობა შენ, ალეიშ!”
სერხი რობერტო: “ვიდალის ტრავმა ძალიან მძიმეა. ის უფრო ძლიერი დაბრუნდება.”




ალეიშ, უფრო ძლიერი დაბრუნდები!
Imedia ufro zlieri dabrundeba