“ბარსელონას” სურს, რომ დაზიანებული რაფინია ალკანტარა გუნდს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს, რის გამოც კატალონიური კლუბი ნახევარმცველისთვის, სპეციალურ ნიღაბს დაამზადებს.
Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23-წლის ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩამდე დაბრუნებას გეგმავს, რომელიც 14 თებერვალს შედგება.
Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე რაფინიამ გულშემატკივრებს აჩვენა, თუ როგორი იქნება მისი ნიღაბი. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ტერ შტეგენთან შეჯახების შემდეგ ცხვირი გაიტეხა.



