“ბარსელონას” ლეგენდარული ფორვარდი, რონალდინიო 5 თებერვალს კატალონიური კლუბის ელჩი გახდა. ბრაზილიელმა “ბლაუგრანას” წამყვანი ფეხბურთელების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“არ მიყვარს შედარებები. მესი, ნეიმარი და სუარესი ფენომენალური ფეხბურთელები არიან. მათთან ერთად რომ მეთამაშა ორჯერ უფრო მეტ გოლს გავიტანდი.
ნეიმარი ფანტასტიკურ თამაშს აჩვენებს. სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთი ბრაზილიელი ქმნის ისტორიას. რომარიომ, რივალდომ და რონალდომ გზა გამიკვალეს, მე კი მისთვის იგივე გავაკეთე.”-ამბობს რონალდინიო.
რონალდინიო “ბარსელონას” რიგებში 2003-2008 წლებში თამაშობდა. 198 ჩატარებულ მატჩში მან 91 გოლი გაიტანა.



