მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელმა დამრიგებელმა, დიეგო სიმეონემ “ბარსელონასთან” საკუთარ კედლებში განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ბარსელონამ” მატჩი კარგად დაიწყო, ჩვენ კი მოედნის ცენტრშ შეცდომებს ვუშვებდით და ამას მოჰყვა ლუის სუარესის გოლიც. შემდეგ კი მესიმ გაიტანა ძალიან ლამაზი გოლი და ამან ჩვენი გეგმები შეცვალა.
მეორე ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, გვსურდა, რომ ანგარიში გაგვეთანაბრებინა, მაგრამ, როდესაც “ბარსელონასთან” 0:2 მარცხდები, ამის გაკეთება ურთულესია.
“ბარსელონა” დაპირისპირების ფავორიტია? ამას ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ კოპა დელ რეი უნიკალური ტურნირია და ჩვენ მისი მოგება გვსურს.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კატალონიაში სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ჯერ დასრულებული არაფერია, ასე ფიქრობენ ბარსელონაშიც.” – განაცხადა სიმეონემ.

