“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა, რაფაელ მარკესმა, რომელიც ამჟამად “ატლასის” ღირსებას იცავს, ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გრძნობა დაეუფლა კატალონიურ კლუბში გადასვლისას. თავდაპირველად მექსიკელს უჭირდა იმის დაჯერება, რომ ეს რეალურად მოხდა.
“ბარსელონას” ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტები უკავშირდება. საოცარ ქალაქში შესანიშნავი 7 წელი გავატარე. თავდაპირველად, მეგონა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო.
არ შემეძლო იმის დაჯერება, რომ “ბარსელონაში” ვიმყოფებოდი. მე ისეთ მოთამაშეებთან ერთად ვმუშაობდი, როგორებიც რონალდინიო, ჩავი და პუიოლი არიან. ადაპტაცია იოლად ვერ გავიარე. როცა გავაანალიზე, რომ ასეთ გუნდში შემთხვევით არ ვარ, წარმატებული პერიოდი დაიწყო.”-ციტირებს Marca.



