ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდინიო მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულე ნეიმარ და სილვა მალე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდება.
“ჩემი აზრით, ნეიმარი უკვე არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, მაგრამ ერთხელაც ის ნომერ პირველი გახდება. ბრაზილიელი ხალხი ამას ელოდება, რადგან ის ჩვენი ფეხბურთის კერპია.
ნეიმარი შესანიშნავი ადამიანი და მეგობარია, შესაბამისად მისი დიდება დროის საკითხია.”-განაცხადა რონალდინიომ.



