მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდინიო: „მწვრთნელი არასოდეს გავხდები – არ შემიძლია თამაშს 90 წუთი ვუყურო“

რონალდინიო: „მწვრთნელი არასოდეს გავხდები – არ შემიძლია თამაშს 90 წუთი ვუყურო“

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა რონალდინიომ განაცხადა, რომ ის ვერასოდეს შესძლებს რომელიმე გუნდის გაწვრთნას. გაუჩომ მიზეზად პირადი ემოციები დაასახელა. 

“მე არ შემიძლია თვალი ვადევნო 90 წუთი, რადგან ამას ყოველთვის ძალიან განვიცდი. მე უბრალოდ მომწონს მატჩის საუკეთესო მომენტებისა და გოლების ნახვა. სწორედ ამიტომ, მე არასოდეს გავხდები მწვრთნელი.” – განაცხადა, რონალდინიომ.

36 წლის ბრაზილიელმა ბოლოს 2015 წელს ითამაშა, “ფლუმინენსეს” შემადგენლობაში. აქვე გეტყვით, რომ გაუჩო “ბარსელონას” ღირსებას 2003-2008 წლებში იცავდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • KoCheQsa
    schedule 29 იან 2017, 17:00

    არადა ეს მწვრთნელად… მაგარი იქნებოდა

  • Don vinton
    schedule 29 იან 2017, 16:55

    she sauketeo ;