workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დამთავრდა ბრძოლა ლა ლიგის ტიტულისთვის?

დამთავრდა ბრძოლა ლა ლიგის ტიტულისთვის?

მოგეხსენებათ, ამ შაბათ-კვირას იმართება ლა ლიგის მეოცე ტური, სადაც, რა თქმა უნდა, ითამაშებენ ლიდერები (“ბარსელონა”, “რეალი”, “სევილია” და “ატლეტიკო”). ყველამ კარგად იცის, რომ “რეალი”, ამჟამად, პირველ ადგილზეა, ხოლო “ბარსელონა” მესამეზე, მაგრამ რამდენად დამთავრდა ბრძოლა? ამას სტატიაში შეიტყობთ, სადაც რამდენიმე საინტერესო სტატისტიკასაც შემოგთავაზებთ.

“ბარსას” მთავარი მეტოქე მადრიდის “რეალი” ახლა პირველ ადგილზე იმყოფება. ზინედინ ზიდანის შეგირდებმა მოახერხეს და ყველა ჩემპიონატში არ წააგეს 40 მატჩი.

მაგრამ, მათ ლა ლიგაში “სევილიასთან” ანგარიშით 1-2 წააგეს და ახლა ისინი ქულით უსწრებენ “სევილიას”, თუმცა მადრიდელებს თადარიგში ერთი მატჩი აქვთ.

ჩავხედოთ ლა ლიგის ცხრილს:

“რეალს” 43 ქულა აქვს, “სევილიას” 42, “ბარსელონას” 41 და “ატლეტიკოს” 35.

ახლა გთავაზობთ სტატისტიკას, სახელწოდებით, “ლა ლიგის საუკეთესო ოთხეულის პოზიციები მიმდინარე სეზონში“:

ახლა კი გაგაცნობთ, დარჩენილი 3 გუნდის მდგომარეობას (“სევილია”, “ატლეტიკო” და “ბარსელონა”).

“სევილია”

მოულოდნელად, ხორხე სამპაოლის შეგირდები მეორე ადგილზე იმყოფებიან და ტიტულისთვის ღირსეულად იბრძვიან.

ანდალუსიელებმა, მიმდინარე სეზონში 3 მარცხი განიცდეს. ეს იყო “გრანადასთან”, “ატლეტიკთან” და “ბარსელონასთან”.

საინტერესოა, მისი მდგომარეობა ტიტულების მხრივაც: “დალაქები” ევროპა ლიგაზე წარმატებულად ასპარეზობენ, ისინი ზედიზედ 3-ჯერ დაეუფლენ ამ ტიტულს.

ასევე, მათ შორეულ წარსულში მოახერხეს ესპანეთის თასის მოგება (1945/46).

“ბარსელონა”

ამავდროულად, “ბარსელონა” იბრძვის ზედიზედ მესამე ლა ლიგის ტიტულისთვის, მაგრამ ისინი ახლა მესამე პოზიციაზე არიან. ისინი 1 ქულით ჩამორჩებიან “სევილიას” და ორით “რეალს”.

სეზონის ტრადიციული დაწყების შემდეგ (“ბეტისთან” 6-2), კატალონიელებმა გაანიავეს ქულები. მაგალითად, “ალავესთან” (1-2 წაგება), “სელტასთან” (3-4 წაგება), “მალაგა” (0-0 ფრე).

“ატლეტიკო”

“ატლეტიკო” ლა ლიგაში არც ისე კარგად გამოიყურება. სეზონის დაწყებამდე, “როხიბლანკო” სამეულის კანდიდატად განიხილებოდა, მაგრამ ახლა ის მეოთხე ადგილზეა და “ბარსელონას” 6 ქულით ჩამორჩება.

“ბარსელონას” მსგავსად, “ატლეტიკომაც” უაზროდ გაანიავა ქულები, მაგალითად, “ალავესთან” და “ლეგანესთან”.

რახან ქულების დაკარგვაზე ვსაუბრობთ, მაშინ გეტყვით, რომ ამის გარდა, “ატლეტიკომ” ფრედ ითამაშა “ბარსელონასთან” და “ესპანიოლთან”, დამარცხდა “სოსიედადთან”, “რეალთან”, “სევილიასთან” და “ვილიარეალთან”.

ახლა კი წარმოგიდგენთ, ოთხეულის გუნდების მდგომარეობას შეტევაში, დაცვასა და ბურთის ფლობაში.

შეტევა

ჩვეულებრივ, “ბარსელონაში” გოლების მთავარი გამტანი შემტევი ტრიოა მესი, ნეიმარი და სუარესი.

მესიმ და სუარესმა, 15-15 გოლი გაიტანეს და ლა ლიგის ბომბარდირები არიან, მაგრამ ნეიმარმა მხოლოდ 5 გოლი გაიტანა.

“რეალის” მთავარი ბომბარდირი რონალდუა 12 გოლით. მას მოჰყვება, სერხიო რამოსი და ბეილი, მაგრამ ეს უკანასკნელი, ტრავმის გამო ვერ თამაშობს.

“ატლეტიკოს” ბომბარდირთა სათავეში დგას ანტუან გრიზმანი, რომელმაც 8 გოლი გაიტანა. ცნობისთვის, ფრანგი შესაძლოა, “იუნაიტედში” გადავიდეს.

“სევილიაში”, ყველაზე მეტი გოლის ავტორია ვისამ ბენ იედერი, ასევე 8 გოლით. ის “სევილიაში” გასულ ზაფხულში გადავიდა.

მიმდინარე სეზონში, “ბარსელონამ” ყველაზე მეტი, 51 გოლი გაიტანა. ეს მეტია ვიდრე “რეალის” (48), “სევილიას” (42) და “ატლეტიკოს” შედეგი (34).

დანარჩენი სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ ინფოგრაფიკაში:

დაცვა

ყველას კარგად მოეხსენება, რომ “ატლეტიკოს” ძალიან კარგი დაცვა ყავს. ამას სტატისტიკაც მოწმობს: “როხიბლანკომ” წელს ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა, ასევე მათ საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ ართმევებში, ვარდნებში, საჰაერო დუელებში.

“სევილიას” მეკარე სერხიო რიკო მიმდინარე სეზონში, ყველაზე მეტ “სეივს” აკეთებს. ასევე, “სევილია” დისციპლინის მხრივ გამორჩეულია.

“ბარსელონა”, სამწუხაროდ, ყველაზე მეტს უშვებს დაცვაში შეცდომის გამო (მაჩვენებელი 4-ის ტოლია).

დანარჩენი იხილეთ ფოტოზე:

ბურთი და მისი ფლობა

არავისთვის არაა სიახლე, რომ “ბარსელონა” საუკეთესოა ბურთის ფლობაში: კატალონიელების საშუალო მაჩვენებელი 66.39%-ის ტოლია. მათ მოჰყვება “სევილია” (60.12%), “რეალი” (56.36%) და “ატლეტიკო” (50.76%).

საინტერესოა, რომ “ბარსელონას” “სევილიამ” ერთ კომპონენტში აჯობა: სევილიელებს საკუთარ ნახევარზე, უფრო მეტი პასი აქვთ გაკეთებული, ვიდრე კატალონიელებს.

მაგრამ, არ დაივიწყოთ, რომ “ბარსელონა” ძირითადად, მეტოქის ნახევარზე არის კონცენტრირებული პასები გააკეთოს, ამიტომ, კატალონიელებს აღარ “აინტერესებთ” საკუთარი ნახევარი.  იხილეთ სტატისტიკა:

და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ მომდევნო ტურში, “ბარსელონა” “ბეტისს” შეხვდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • gaucho_10
    schedule 29 იან 2017, 15:08
    #14

    ეხლა იწყება ჩემპიონობისთვის ბრძოლა, საბედნიეროდ ტრიო ფორმაშია, დენისის გაიხსნა და დაცვაც გამოსწორებისკენაა. ასე რომ ეხლა მოდის გადამწყვეტი ფაზა და გუნდი კარგ ფორმაში ვდება, რეალს კი დაეწყო უკვე კრიზისი და დალეწვები დაკარგავენ ბევრ ქულებს. სევილიამ არამგონია დიდხანს გაქაჩოს არაქვს ის რეზერვი რომ ბოლომდე ესე ითამაშონ. ამიტომ ბარსას დიდი შანსები აქვს ჩემპიონატის მოგების.

  • mesi_10
    schedule 29 იან 2017, 14:40
    #13

    კარგი სანახაობა იქნება

  • .Més..Que..Un..Club.
    schedule 29 იან 2017, 11:20
    #12

    ციტატა: nika 54
    ატლეტიკომ გუშინ ითამაშა 0-0


    სტატია მანამდე იყო დაწერილი

  • nika 54
    schedule 29 იან 2017, 11:06
    #11

    ატლეტიკომ გუშინ ითამაშა 0-0

  • tsotne-cule
    schedule 29 იან 2017, 02:18
    #10

    ერთი ლოგა დავდოთ და ამას ეშველება

  • messi.95
    schedule 29 იან 2017, 00:20
    #9

    ციტატა: Rezi 24
    დღეს ატლეტიკომ ვერ მოიგო 0:0 ითამაშა ეს კი თითქმის ნიშნავს რომ ჩემპიონობაზე პრეტენზია არუნდა ქონდეთ


    ეს იმას ნიშნავს რო ატლეტიკო თასზე ორმაგად ძლიერი იქნება

  • anri cule messi
    schedule 28 იან 2017, 23:56
    #8

    ise sosiedadtan magra gachirdeba reals tan imis ponze vinebivar kavt da ra formashic arian. da ra maintersebs vaskesi marcxena mcvelad rato aramasha zidanma roca koentrau kavs?

  • Don vinton
    schedule 28 იან 2017, 23:23
    #7

    ki ar damtavrda axla iwyebaa

  • misho-gogsi
    schedule 28 იან 2017, 23:18
    #6

    ტრებლს მოვიგებთ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები მთავარია მეორე წრეს ფორმაში ვხვდებით

  • graciasjohan14
    schedule 28 იან 2017, 23:03
    #5

    რამოსს რო ბენზემაზე მეტი გოლი ექნება

  • LEO10
    schedule 28 იან 2017, 23:01
    #4

    საღოლ ვინც ეს სტატია შემოგვთავაზა blush

  • KoCheQsa
    schedule 28 იან 2017, 22:50
    #3

    ყოჩაღ ავტორ, ძაან მაგარი სტატიაა.

  • barcaleomessi
    schedule 28 იან 2017, 22:37
    #2

    Sagol actors magari statiaaa

  • Leo-D10S
    schedule 28 იან 2017, 22:36
    #1

    სგ კაი სტატიAაა