მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის სუარესი: “ენრიკე “ბარსელონაზე” უკეთეს კლუბს ვერ იპოვის”

ლუის სუარესი: “ენრიკე “ბარსელონაზე” უკეთეს კლუბს ვერ იპოვის”

“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ლუის სუარესმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება დაინიშნოს კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის ენრიკეს წასვლის შემთხვევაში. მან “რეალ სოსიედადის” თავკაცი, ეუსებიო საკრისტანი დაასახელა.

“არამგონია, ენრიკემ “ბარსელონაზე” უკეთესი ვარიანტი იპოვოს. შესაძლოა, ის სხვა გუნდმა ფინანსურად უფრო უზრუნველყოს, მაგრამ კატალონიურ კლუბში ლუისს ყველაფრის მოგების შანსი აქვს. რაც შეეხება ესპანელის შემცვლელს, უკვე ვთქვი, რომ საკრისტანი ამას იმსახურებს. ეუსებიო “ბლაუგრანას” ძალიან კარგად იცნობს და მის ამჟამინდელ კლუბში შესანიშნავ სამუშაოს ახორციელებს.”-განაცხადა სუარესმა.

ლუის ენრიკეს კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2017 წელს იწურება. მას ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. რაც შეეხება საკრისტანს, ის “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ღირსებას 1988-1995 წლებში იცავდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში