Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თუ რომელი ფეხბურთელის შეძენა იქნება კლუბის მთავარი მიზანი მომავალ ზაფხულში.
წყარო იტყობინება, რომ მომავალ ზაფხულში “ბლაუგრანასთვის” პრიორიტეტული ვარიანტი დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ნახევარმცველის, ჯულიან ვაიგლის გაფორმება იქნება. 21 წლის ფეხბურთელში “ლურჯ-ბროწეულისფერთა” სამწვრთნელო შტაბი სერხიო ბუსკეტსის შემცვლელს ხედავს.
ვაიგლისთვის ბრძოლაში “ბარსელონა” უკონკურენტო არ იქნება. ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველით “მანჩესტერ სიტიც” ინტერესდება, რომლის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა პერსპექტიული მოთამაშის გულშემატკივარია.



