კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველის, დენის სუარესის აზრით არგენტინელი ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია იმის მიუხედავად, რომ 2016 წელს “ოქროს ბურთის” ლაურეატი კრიშტიანუ რონალდუ გახდა.
“ოქროს ბურთი” არის ჯილდო საუკეთესო ფეხბურთელისთვის და ეს არის – მესი, რაც ყველასთვის ცნობილია. როგორც ჩანს, ბოლო დროს ამ პრიზით აჯილდოვებენ მოთამაშეს, რომელმაც ყველაზე მეტი ტიტული მოიგო, კრიშტიანუმ კი 2016 წელს ევროპის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის თასები აღმართა.
MSN – თავდამსხმელთა საუკეთესო ტრიოა. როდესაც სიტუაცია ცუდად ვითარდება, ისინი მატჩის ბედს ჩვენს სასარგებლოდ წყვეტენ. ასეთი ფორვარდების წყალობით ნებისმიერი კონტრშეტევა შეიძლება მეტოქისთვის ფატალური შედეგით დასრულდეს.”-განაცხადა დენის სუარესმა.



