საშობაო არდადეგებზე კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მიმოიფანტნენ. ესპანური გრანდის მოთამაშეებმა კარგად უნდა დაისვნენონ იმისთვის, რომ სეზონის ყველაზე მთავარ ნაწილს სრული ძალებით შეხვდნენ. სად ისვენებენ “ლურჯ-ბროწეულისფრები”?
Barcastuff-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟერარ პიკე და შაკირა კოლუმბიაში გაემგზავრნენ. მომღერალმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა სადაც ის და თავისი მეუღლე ბარანკილიის ერთ-ერთ რესტორანში გულშემატკივრების გარემოცვაში არიან.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა უპირატესობა ავსტრიის ალპების მთათა სისტემას მიანიჭა.

ლიონელ მესი ოჯახით ტრადიციულად მშობლიურ როსარიოში გაემგზავრა. ინტერნეტ სივრცეში უკვე გავრცელდა არგენტინელის ფოტო, სადაც ის მეგობრებთან ერთად, სპეციალურად ორგანიზებულ პიკნიკზე იმყოფება.




