საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ჯანო ანანიძე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს – ლიონელ მესის, კრიშტიანუ რონალდუსა და გარეთ ბეილს ერთმანეთს ადარებს. მისი თქმით, პორტუგალიელი და უელსელი ბევრს ვარჯიშობენ, არგენტინელი კი უბრალოდ გენიოსია.
“მესი გენიაა. ის ბუნებისგანაა დაჯილდოებული. კრიშტიანუ რონალდუ და ბეილი ასევე დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელები არიან, რომლებიც თავდაუზოგავი შრომის შედეგად ვითარდებიან. ისინი ყოველდღიურად ვარჯიშბენ. რონალდუს “ინსტაგრამზე” შეგიძლიათ წაიკითხოთ ფრაზა “დღეს დასვენების დღეა”, მაგრამ ის დილით და საღამოს სავარჯიშო დარბაზში გადაღებულ სურათებს დებს. მესის “ინსტაგრამზე” ასეთ რამეს ვერ ნახავთ. მისთვის, დასვენება დასვენებაა.” – ციტირებს ანანიძის სიტყვებს Sport-Express.



