მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ: “გვსურს, რომ მესიმ კარიერა “ბარსელონაში” დაასრულოს”

ბართომეუ: “გვსურს, რომ მესიმ კარიერა “ბარსელონაში” დაასრულოს”

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ იმედი გამოთქვა, რომ ლიონელ მესი კარიერას კატალონიურ კლუბში დაასრულებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” მზადაა 29 წლის არგენტინელ ფეხბურთელს, გადასახადების გათვალისწინებით, წელიწადში 35 მილიონი ევრო გადაუხადოს.

“ლიონელ მესის დარჩენა სურს, რადგან ის “ბარსელონაში” ბედნიერია. ის “ბარსას” მხარდამჭერია. ლეო ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და რათქმაუნდა, ჩვენ გვსურს, რომ მან კარიერა “ბარსელონაში” დაასრულოს.” – განაცხადა ბართომეუმ.

ლიონელ მესის კონტრაქტს ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში