მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ენრიკე: “მესის თაობაზე დასმულ კითხვებს ყველაზე უკეთ თავად ლეო უპასუხებს”

ენრიკე: “მესის თაობაზე დასმულ კითხვებს ყველაზე უკეთ თავად ლეო უპასუხებს”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არ იცის გაახანგრძლივებს თუ არა ლიონელ მესი “ბლაუგრანასთან” კონტრაქტს.

მედია ესპანელი თავკაცის აზრით დაინტერესდა იმ თემაზე, რომ არის თუ არა სუარესის ახალი ხელშეკრულება მესისთვის დამატებითი მოტივაცია.

“ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე წევრი კონტრაქტს ახანგრძლივებს, კლუბი ძლიერდება. მიმდინარე სეზონში ეს არაერთხელ მოხდა, რითაც თავად ფეხბურთელებიც ძლიერდებიან. სუარესი? მესის თაობაზე დასმულ კითხვებს ყველაზე უკეთ თავად ლეო უპასუხებს.” – ციტირებს ენრიკეს სიტყვებს Marca.

ლეო მესის მოქმედი კონტრაქტი ესპანურ გრანდთან 2018 წელს იწურება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში