“ბარსელონას” ნახევარმცველი, არდა თურანი, სტამბულში, “ბეშიქთაშის” სტადიონთან მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა, სადაც 44 ადამიანი დაიღუპა.
ფეხბურთელმა ამის შესახებ პრემიის გადაცემის ცერემონიაზე ისაუბრა, რომელიც მას ესპანურ-თურქულმა კომერციულ-სამრეწველო პალატამ გადასცა, პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების თანდასწრებით.
“მე ვითხოვ, რომ ჩვენ ყველამ ერთიანობის გამო ვილოცოთ. ვცდილობ შევასრულო ჩემი მოვალეობები როგორც ფეხბურთელმა. ჩვენ აქ ყველა ელეგანტურები, კარგად ჩაცმული ხალხი ვართ და ყველას სხვადასხვა პრიორიტეტები აქვს ცხოვრებაში. მაგრამ კაცობრიობას ჩვენი დახმარება სჭირდება. უნდა გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია, მსოფლიოს მშვიდობის გამო, სადაც ვცხოვრობთ.
ვითხოვ ჩემი ქვეყნის გამო, ვსაუბრობ ახლო აღმოსავლეთში მომხდარ ტრაგედიებზე. თურქეთი ახლა რთულ პერიოდს გადის. ჩვენ ესპანელი ერის მადლიერი ვართ, მხარდაჭერის, სოლიდარობის გამოვლენის გამო. მსურს მახსოვდეს ტერაქტის ყველა მსხვერპლი და ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, მწუხარება გადავცე.” – განაცხადა თურანმა.


