მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდუ: “თუ მესისთან ერთად ვითამაშებდი, მე მეტი “ოქროს ბურთი” მექნებოდა”

რონალდუ: “თუ მესისთან ერთად ვითამაშებდი, მე მეტი “ოქროს ბურთი” მექნებოდა”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც გუშინ “ოქროს ბურთი” მიიღო, ისაუბრა თუ ვინ უფრო წარმატებული ფეხბურთელი იქნებოდა, თუ ის და მესი ერთ გუნდში ითამაშებდნენ.

“ეს რთული საკითხია. მე არ ვიცი. საინტერესო იქნებოდა ჩვენი ერთ გუნდში ხილვა. ვფიქრობ, დიდებულმა ფეხბურთელებმა ერთ გუნდში უნდა ითამაშონ.

თუ მესისთან ერთად ერთ გუნდში ვითამაშებდი, ვფიქრობ, მე უფრო ბევრი “ოქროს ბურთი” მექნებოდა, მაგრამ ის შორს არ იქნებოდა.

ყველამ იცის, რომ მესი შესანიშნავი ფეხბურთელია, მან ხუთი “ოქროს ბურთი” მიიღო.

გავასწრებ თუ არა მას 2017 წელს? მე შევეცდები. ვიბრძოლებ ისე, როგორც ყოველთვის. მაგრამ ახლა ჩემი მიზანია კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგო. ეს მნიშვნელოვანი ტიტულია.

ამის შემდეგ პრიმერას მოგება მსურს. “რეალს” ამ ტიტულის მოგება სურს. და თუ შესაძლებელია, კვლავ ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის თასი. ყოველთვის ყველაფრის მოგება მსურს.” – განაცხადა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში