მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არდა თურანი: “გუნდში კარგი ატმოსფერო სუფევს”

არდა თურანი: “გუნდში კარგი ატმოსფერო სუფევს”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, არდა თურანმა, რომელმაც გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, “გლადბახის” კარში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა, აღნიშნა, რომ საკუთარ ამბიციებს მოწინავე ადგილზე არ აყენებს.

“გუნდში კარგი ატმოსფერო სუფევს. პაკოს მადლობას ვუხდი გადაცემისთვის. ძალიან მინდა, რომ ამ სეზონში მან ჩემზე მეტი გოლი გაიტანოს.

ჩვენ გუნდის კეთილდღეობისთვის ვმუშაობთ და გვიხარია, როცა ის იგებს. არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვის გააქვს გოლი, უბრალოდ ყველა ტიტულისთვის სეზონის უკანასკნელ დღემდე ბრძოლა გვსურს.

ჩვენ ვართ “ბარსელონა” – საუკეთესო გუნდი მსოფლიოში. ბუნებრივია, რომ ყოველთვის მაქსიმალურად მაღალ დონეზე თამაშს ვცდილობთ. ბოლო კვირების განმავლობაში, არც თუ ისე დამაკმაყოფილებელი შედეგი ვაჩვენეთ, რის გამოც “გლადბახთან” მატჩში რეაბილიტაცია ვცადეთ. მიხარია, რომ ყველაფერი ასე მოხდა.” – ციტირებს თურანის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში