კატალონიის “ბარსელონასა” და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მეკარე, იასპერ სილესენი ტრავმირებულია, ამის გამო მან ეროვნული გუნდი დატოვა.
27 წლის მეკარემ დღევანდელ სავარჯიშო სესიაზე კოჭი დაიზიანა და იძულებული გახდა გეზი კატალონიისკენ აეღო.
ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში 10 ოქტომბერს საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ჰოლანდიელთა თავკაცმა, დანი ბლინდმა სილესენის შემცვლელად ლონდონის “ტოტენჰემის” მეკარე, მიჰელ ვორმი გამოიძახა.
ცუდია მალე დაგვიბრუნდი იასპერ
araushavs male dagvibrundi