ნიდერლანდების ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატისთვის, განაცხადი დაასახელა.
სიაში “ბარსელონას” ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი და ასევე კატალონიელთა ორი სატრანსფერო სამიზნე, მემფის დეპაი და ჯორჯინიო ვეინალდუმიც მოხვდნენ. სრული განაცხადი ასეთია:
მეკარეები: იასპერ სილესენი, ტიმ კრული, მარტენ სტეკელენბურგი.
მცველები: პატრიკ ვან ანჰოლტი, ნათან აკე, დეილი ბლინდი, იურიენ ტიმბერი, დენზელ დუმფრისი, მატიას დე ლიხტი, იოელ ველტმანი, სტეფან დე ვრეი, ოუენ ვეინდალი.
ნახევარმცველები: დონი ვან დე ბეეკი, რაიან გრავენბერხი, დევი კლასენი, ფრენკი დე იონგი, ტემ კოპმეინერსი, მარტენ დე რონი, ჯორჯინიო ვეინალდუმი.
თავდამსხმელები: სტივენ ბერგუისი, მემფის დეპაი, კოდი გაკპო, დონიელ მალენი, ლუკ დე იონგი, ქუინსი პრომესი, ვაუტ ვეგორსტი.
იმედია არავინ დაიტრამვება, უკვე ყველაფერზე გული მისკდება. უმტიტის შემდეგ.