რომის პაპმა, ფრანცისკე I-მა თავის კოლექციას კიდევ ერთი ცნობილი გუნდის მაისური შემატა. ამჯერად, უმაღლეს პონტიფიკს კატალონიის “ბარსელონას” მაისური აჩუქეს, გუნდის ყველა მოთამაშის ხელმოწერით.
კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელს ეს საჩუქარი “ბარსელონას” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჟორდი კარდონერმა გაუკეთა, რომელიც ვატიკანს ღარიბი კატალონიელი ბავშვების მხარდაჭერის პროგრამის განხილვის თაობაზე ესტუმრა.
შეგახსენებთ, რომ ახლო წარსულში პაპს იტალიური “რომასა” და მარიო ბალოტელის მაისურები აჩუქეს, თავად კი არგენტინული “სან ლორენსოს” დიდი გულშემატკივარია.