workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიქტორინის კითხვები (27.06.16)

ვიქტორინის კითხვები (27.06.16)

წარმოგიდგენთ Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ერთობლივი ვიქტორინის მე-4 გათამაშების კითხვებს და შეგახსენებთ, რომ ვიქტორინის გამარჯვებულს Fanz.ge “ბარსელონას” მაისურით დააჯილდოებს.

ვიქტორინა ტარდება თვეში 2-ჯერ, ყოველ მე-2 ორშაბათს. თქვენ, ამ სიახლეში, ხედავთ 10 კითხვას. თითოეულ მათგანს მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულა.

 

პასუხები უნდა გამოგზავნოთ ამ ფორმის საშუალებით. სათაურში მიუთითეთ “ვიქტორინის პასუხები”, ტექსტში კი დაწერეთ თქვენი პასუხები. ყველა პასუხი უნდა იყოს დანომრილი კითხვების მიხედვით. პასუხების წერილში კითხვების გამეორება საჭირო არაა. კითხვის ნომერი და პასუხი საკმარისია. ყველა პასუხი უნდა გამოგზავნოთ ერთი შეტყობინებით. რამდენიმე შეტყობინების გამოგზავნის შემთხვევაში, მხედველობაში მივიღებთ მხოლოდ პირველ შეტყობინებას.

გამარჯვებული იქნება ის, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმას, ვინც პასუხები პირველმა გამოაგზავნა.

პასუხების მიღება შეწყდება ზუსტად 7 დღეში, 4 ივლისს, 12:00 საათზე. პასუხები და შედეგები ვებგვერდზე გამოქვეყნდება სამშაბათს.

ვიქტორინის გამარჯვებულს მომდევნო ტურში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს.

 

კითხვები:

1. რომელ წელს გადავიდა ხავიერ მასკერანო “ბარსელონაში”?

2. სადაური იყო წარმოშობით “ბარსელონას” დამაარსებელი?

3. რომელმა გუნდმა გამოაგდო “ბარსელონა” ესპანეთის თასის 2004/05 წლების გათამაშებიდან?

4. რამდენჯერ აქვს “ბარსელონას” ფუტსალის გუნდს უეფას თასი მოგებული?

5. “ბარსელონას” რომელმა ფეხბურთელმა მოიგო პიჩიჩის ჯილდო 1943 წელს?

6. რომელ წელს გაიხსნა პირველი სტადიონი, რომელიც “ბარსელონას” საკუთრებაში იყო?

7. რომელ გუნდს დაუპირისპირდა “ბარსელონა” ყველაზე მეტჯერ ევროტურნირებზე?

8. 1963 წელს, რიო დე ლა პლატას ტურნეს დროს, რამდენი თამაში მოიგო “ბარსელონამ”?

9. რომელ ორ გუნდს დაუპირისპირდა “ბარსელონა” 1949 წელს, კლუბის 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ამხანაგურ ტურნირზე?

10. “ბარსელონას” რომელმა მწვრთნელმა გადაწყვიტა პირველად ყურადღება ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მომზადებისთვის მიექცია?

 

რატომ Fanz.ge?

აღსანიშნავია, რომ Fanz.Ge ყოველთვის იცავდა პროდუქციის მაღალ სტანდარტებს და ცდილობდა მომხმარებლისთვის ყველაზე იაფად შეეთავაზებინა საყვარელი გუნდების არამხოლოდ მაისურები, არამედ პოლოები, კეპები და გუნდის სხვა ეკიპირება. მომავალში იგეგმება გათამაშდეს ასაწყობი კამპ ნოუ Puzzle, ბარსელონას ჟაკეტები და ჩვენი საყვარელი გუნდის სხვა ეკიპირება, რომელთა ყიდვაც ამჟამად ასევე შესაძლებელია Fanz.Ge-ზე.

დაინტერესდი?

 

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward