workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკე: “სერჟი რობერტო ძლიერი ფეხბურთელია”

ლუის ენრიკე: “სერჟი რობერტო ძლიერი ფეხბურთელია”

ესპანეთის თასის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში “ატლეტიკ ბილბაო” საკუთარ მოედანზე “ბარსელონასთან” (1–2) დამარცხდა. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.

“სერჟი რობერტო აღჭურვილია ისე, რომ მას მრავალ პოზიციაზე შეუძლია თამაში. დღეს ჩვენ, ის ახალ როლში ვიხილეთ (მარცხენა მცველად). მან თავის სამუშაოს წარმატებულად გაართვა თავი. წინააღმდეგობა გაუწია ისეთ ფეხბურთელს, როგორიცაა ინიაკი უილიამსი, ეს ადვილი არაა. სერჟი ძალიან ძლიერი და მკაცრი ფეხბურთელია. მას შეუძლია ფლანგის დიდი მცველი გახდეს.

მინდოდა ამ სიტუაციაში მუნირისთვის სათამაშო პრაქტიკა მიმეცა, როდესაც მას არაფერი უშლის ხელს. რა თქმა უნდა ეს ფეხბურთელისთვის სასარგებლოა. მოხარული ვარ, რომ მან კიდევ შეძლო გოლის გატანა და დარწმუნებული ვარ, რომ სანდროც შეძლებს იმავეს გაკეთებას.” – განაცხადა ენრიკემ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward