რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ლა ლიგის გალა-წარმოდგენა, რომლის დროსაც ესპანეთის ჩემპიონატის გასული გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელები დააჯილდოვეს.
პრიმერაში პრიზები 9 კატეგორიაში გათამაშდა და ხუთ შემთხვევაში გამარჯვებული “ბარსელონას” წარმომადგენელი გამოვიდა.
მთავარი პრიზი და პრიმერას 2014/15 წლების გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელის წოდება წილად ლიონელ მესის ხვდა. კლაუდიო ბრავო საუკეთესო მეკარე გახდა, ლუის ენრიკე – მთავარი მწვრთნელი, ნეიმარი – საუკეთესი ამერიკელი ფეხბურთელი, ხოლო საუკეთესო თავდამსხმელის ტიტულიც მესის მიენიჭა.
სხვა ჯილდოები ასე გადანაწილდა: საუკეთესო მცველი – სერხიო რამოსი, საუკეთესო ნახევარმცველი – ხამეს როდრიგესი, საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელი – სოფიან ფეგული, გულშემატკივრების რჩეული – კრიშტიანუ რონალდუ.
დაჯილდოების ლინკი გამოუშვით რა
აბა რა
სამართლიანი შედეგებია.

გულშემატკივრების რჩეულს რას მისცემენ?ოქროს ჩუსტს?
ეს ესპანეთია ძმა უეფა და იუვე რაშუაშია?
რა შუაშია რონალდუს მოგებები, ის გულშემატკივართა რჩეული გახდა, აქ ალბათ ქალებმა ითამაშეს დიდი როლი, გამოკითხვა ხო მაყურებლებს შორის ტარდება, ქალებს კი ფეხბურთის არაფერი ესმით.