workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრაიდა მაროტას შეხვდა

ბრაიდა მაროტას შეხვდა

იტალიური Sport Mediaset-ის ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა “იუვენტუსის” წარმომადგენელს, ჯუზეპე მაროტას, გუშინ საღამოს სადილზე შეხვდა.

წყაროს ცნობით, ბრაიდამ და მაროტამ შეხვედრაზე, რომელიც მილანის ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში გაიმართა, პოლ პოგბას ტრანსფერის საკითხზე ისაუბრეს.

ოთხშაბათს დაგეგმილია კიდევ ერთი შეხვედრა, რომლის დროსაც 2-ივე მხარე გადაწყვეტს, განხორციელდება თუ არა 22 წლის ფრანგის კატალონიურ კლუბში ტრანსფერი.

“ბარსელონას” უნდა, რომ გააფორმოს ისეთი კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, პოგბა “იუვენტუსში” თამაშს განაგრძობს და კატალონიურ კლუბში 2016 წლის ზაფხულში გადავა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward