workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მირანდა: “ბარსელონასთან” თამაში უფრო რთულია, ვიდრე “რეალთან”

მირანდა: “ბარსელონასთან” თამაში უფრო რთულია, ვიდრე “რეალთან”

“ატლეტიკოს” ბრაზილიელი ცენტრალური მცველი მირანდა მიიჩნევს, რომ “ბარსელონას” ლიდერის, ლიონელ მესის შეჩერება უფრო რთულია, ვიდრე “რეალის” საუკეთესო ბომბარდირის, კრიშტიანუ რონალდუსი.

“ბარსელონასთან” თამაში უფრო რთულია, ვიდრე “რეალთან” და რონალდუსთან დაპირისპირება. კატალონიელები პასზე აგებულ ფეხბურთს თამაშობენ. მათ უფრო მეტი ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. უპირველესად, ეს მესისა და ნეიმარს ეხებათ.” – განაცხადა მირანდამ.

გასაკვირი არაა, რომ ბრაზილიელი მცველი ამ აზრზეა. საქმე ისაა, რომ მიმდინარე სეზონში “ატლეტიკო” და “რეალი” ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ. 4-ჯერ “ატლეტიკომ” მოიგო, ხოლო 2 თამაში ფრედ დასრულდა. კრიშტიანუ რონალდუმ, ამ 6 მატჩში, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. “ბარსელონას” კი “ატლეტიკო” 3-ჯერ შეხვედა და მადრიდელები სამივეჯერ დამარცხდნენ. ამ სამ შეხვედრაში მესიმ თავი 2 გოლით გამოიჩინა, ხოლო ნეიმარმა – სამით.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward