“რაიო ვალიეკანოს” მთავარმა მწვრთნელმა, პაკო ჰემესმა კატალონიის “ბარსელონას” შემტევი ტრიო შეაქო. სპეციალისტი ფიქრობს, რომ ლიონელ მესი, ლუის სუარესი და ნეიმარი მოედანზე ერთმანეთს კარგად უგებენ. იტყობინება, Sport.
“შეუძლებელია, რომ მესი-სუარესი-ნეიმარის ტრიო ვერ ფუნქციონირებდეს. ისინი ძალიან ძლიერები არიან, იმარჯვებენ შეხვედრებში კარგად და ლამაზად. მათი თამაშისაგან შეგვიძლია სიამოვნება მივიღოთ.” – განაცხადა, ჰემესმა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 23-ე ტურში “ბარსელონამ” 5:0 გაანადგურა “ლევანტე”, სადაც თავი სამივე თავდამსხმელმა გამოიჩინა.