სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ, ტრანსფერებზე დადებულ ბანთან დაკავშირებით “ბარსელონას” საჩივრის მოსმენა დაასრულა. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სპორტული არბიტრაჟის კრება დღეს, შვეიცარიაში გაიმართა, სადაც “ბარსელონას” საჩივარი განიხილეს. ივარაუდება, რომ არბიტრაჟი გადაწყვეტილებას უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მიიღებს.