workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატიე: “სილვა და მარკინიოსი ძლიერები არიან, მაგრამ “ბარსამ” მე ამირჩია”

მატიე: “სილვა და მარკინიოსი ძლიერები არიან, მაგრამ “ბარსამ” მე ამირჩია”

“ბარსელონას” მცველი ჟერემი მატიე აცხადებს, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი ხშირად არ ასახვს მოთამაშის რეალურ ღირებულებას. ამასთან დაკავშირებით, ფრანგმა ისაუბრა “პარი სენ ჟერმენის” მცველებზე, ტიაგო სილვასა და მარკოს მარკინიოსზე, რომლებითაც “ბარსა” მის შეძენამდე ინტერესდებოდა.

“ჩემთვის ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები არარეალურია. “ბარსელონამ” 20 მილიონ ევროდ შემიძინა, მაგრამ ერთი წლის წინ ჩემი ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენდა. ეს მტკიცებულებაა იმის, სატრანსფერო თანხა არ ასახავს ფეხბურთელის ნამდვილ ღირებულებას. ტიაგო სილვა და მარკინიოსი ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან, მაგრამ “ბარსელონამ” მე ამირჩია.” – აცხადებს მატიე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward