დღეს, კოპა ამერიკას 2015 წლის გათამაშების ჯგუფები გადანაწილდა და გაირკვა, თუ ვის დაუპირისპირდებიან ურუგვაი, არგენტინა, ჩილე და ბრაზილია, სადაც “ბარსას” ფეხბურთელები თამაშობენ.
A ჯგუფში მოხვდა კლაუდიო ბრავოს ჩილე, რომელიც მექსიკას, ეკვადორსა და ბოლივიას დაუპირისპირდება.
B ჯგუფში ერთმანეთს ტურნირის ისტორიაში 2 საუკეთესო გუნდი, არგენტინა და ურუგვაი დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ არგენტინაში ლიონელ მესი და ხავიერ მასკერანო, ხოლო ურუგვაიში ლუის სუარესი თამაშობს. არგენტინისა და ურუგვაის გარდა, ჯგუფში პარაგვაი და იამაიკაც მოხვდნენ.
ნეიმარისა და დანი ალვესის ბრაზილია C ჯგუფში ითამაშებს, სადაც ასევე კოლუმბია, პერუ და ვენესუელა მოხვდნენ.
კოპა ამერიკას რიგით 44-ე გათამაშება, რომელსაც ჩილე მასპინძლობს, სტარტს 11 ივნისს აიღებს და 4 ივლისს დასრულდება.