მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ხოსე ანტონიო კამაჩო მიიჩნევს, რომ ხვალ გასამართ “ელ კლასიკოში” გამარჯვება “სამეფო კლუბს” დარჩება.
“რეალსა” და “ბარსელონას” შორის გასამართი დაპირისპირება თანაბარი იქნება, რადგან ორივე გუნდი საკმაოდ ძლიერად თამაშობს როგორც ესპანეთში, ასევე ევროპაში. თუმცა, მიმაჩნია, რომ “რეალი” მოიგებს, რადგან ეს გუნდი “ბარსელონაზე” ერთი თავით მაღლა დგას.
რომელ გუნდს უფრო ძლიერი თავდასხმა ჰყავს? არჩევანის გაკეთება არ შემიძლია. ორივე გუნდს ძლიერი შეტევა ჰყავს, მაგრამ ის მოიგებს, რომელიც თავს უკეთ დაიცავს.”