კატალონიის “ბარსელონამ” დაიწყო მოლაპარეკებები მილანის “ინტერთან” ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო ტრანსფერზე. გამომცემლობა El Mundo Deportivo -ს ცნობით “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა და ლალე ორიალმა უკვა დაიწყეს ამ საკითხის განხილვა.
სანამ “ინტერის” პრეზიდენტს, მასიმო მორატის შეზიღდება და დაკარგავს შვედ თავდამსხმელს, მან პუბლიცასთან საუბარში არაერთხელ გამოხატა აზრი, რომ არ სურს იბრაჰიმოვიჩის სან სიროზე ხილვა. თუმცა იგი არ აპირებს შვედზე ფასდაკლება დააწესოს. იგი მინიმუმ 75-80 მილიონ ევროს ითხოვს მასში.
“ბარსელონასთვის” არის კიდევ ერთი პრობლემა. “ინტერის” მთავარ მწვრთნეს ჯოზე მაურინიუს, სურს შვედის კლუბში დატოვება და კონტრაქტის გახანგძლივაბა. მოგახსენებათ იბრაჰიმოვიჩს “ინტერთან” მოქმედი კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება.
მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა შვედის “ინტერში” დარჩენა 99.9% -ითაა შესაძლებელი, თუმცა იბრაჰიმოვიჩს არაერთხელ გამოუხატავს სურვილი ნოუ კამპზე თამაშისა. იგი ფიქრობს, რომ “ბარსელონა” არის კლუბი, რომელიც დაეხმარება მას ევროპულ საკლუბო ტურნირების მწვერვალის დაპყობაში. იბრაჰიმოვიჩს ახალი ტიტულები სურს.
არსებობსს მეორე გზაც ტრანსფერის განხორციელების. მეორე გზით კატალონიელებმა უნდა გადაიხადონ 50-55 მილიონი ევრო და ამას დაამატონ კიდევ სამუელ ეტო’ო. თუმცა ეს უფრო ნაკლებადაა შესაძლებელი, რომ “ბარსას” ხელმძღვანელობა ამ წინადადებას დათანხმდეს. თავის მხრივ კამერუნელს ძალიან უნდა კონტრაქტის გახანგძლივება და “ბარსელონაში” დარჩენა.
წყარო www.goal.com