რამდენიმე დღის წინ, კატალონიურმა სპორტულმა გამოცემამ, “ელ მუნდო დეპორტივო”, გამოაქვეყნა “ბარსასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების შეუცვლელი ნახევარმცველის, ჩავი ერნანდესის ინტერვიუ…
როგორც მოგეხსენებათ, ჩავი ერნანდესს გუშნდელ მატჩში, “მალიორკასთან”, მონაწილეობა არ მიუღია, რაც განპირობებულია იმ ტრავმისგან, რომელიც აგერ უკვე 1 თვეა აწუხებს. მას 15 დღე დასვენება მოუწევს, რაც ესპანეთს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, დელ ბოსკემაც კარგად იცის. ასე, რომ ჩავი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
სამწუხაროდ თქვენ იძულებითი დასვენება გიწევთ, რაც ძალიან ცუდია…
დიახ, ამან მე ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა. მე პრობლემები მოსამზადებელი სეზონიდან დამეწყო. ახლა შეიძლება შემიძლია ფეხბურთის თამაში, მაგრამ ამით სიამოვნებას ვერ ვიღებ. მე დელ ბოსკესთანაც და პეპ გუარდიოლასთანაც ნალაპარაკები მაქვს და უკვე იციან, რომ მე არ შემიძლია ასე გაგრძელება. ასე, რომ 15 დღე დასვენება მომიწევს… თან სხვა მაგალითების შემყურე…
გთხოვთ გვითხარით, როგორ ახერხებთ მოტივაციის შენარჩუნებას?
შენ იგებ რაღაცას და უფრო მეტის და მეტის გაკეთება გსურს. აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა კარგ ფორმაში ვართ. მე აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ბევრი მუშაობის შედეგად მსურს, რომ კიდევ და კიდევ ავიღოთ ტიტულები.
არსებობს თქვენთვის რაიმე განსაკუთრებული გამოწვევა?
რამდენიც გინდათ. გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიპოვოთ…
თქვენ ყოველთვის ამბობთ, რომ გაქვთ მიზანი მოიპოვოთ 3 თასი. მართლა ფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელია?
არავის არ შეუძლია რაიმე წინასწარ განსაზღვროს. ჩვენ “ბარსა” ვართ და გაგვაჩნია ამბიცია იმისა, რომ მოვიპოვოთ ყველა ტიტული. ეს უკვე წარმოუდგენელი არ არის, რადგანაც უკვე ყველას დავანახეთ, რომ ეს შესაძლებელია. ჩვენ ხომ ისტორიაში პირველად, წელიწადში 6 თასის აღება შევძელით! ეს წელს, რაღა თქმა უნდა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენ გვაქვს უდიდესი სურვილი იმისა, რომ მოვიპოვოთ რა მინიმუმ 3 თასი.
ახლა “ინტერი” 6 თასის მოპოვებას ვეღარ შეძლებს…
ამან ყველას დაანახა, რომ 6 თასის მოპოვება მარტივი არ არის. ეს შესაძლებელია, მაგრამ ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია.
როგორ ფიქრობთ, აჩვენებთ თუ არა წინა სეზონზე კარგ შედეგს “ლა ლიგაში”?
წელს შედარებით უფრო რთულადაა საქმე.
ფიქრობთ, რომ თქვენი კონკურენტი, როგორც წინა სეზონში, ისევ მხოლოდ “რეალ მადრიდი” იქნება?
ჩემი აზრით, “ატლეტიკო მადრიდი” ძალიან მოძლიერდა. მათ გარდა სხვა ძლიერი გუნდებიც არიან, მაგალითად “სევილია”, ან თუნდაც “ვალენსია”. ეს გუნდები კონკურენციის გასაწევად ყველაფერს გააკეთებენ.
მადრიდელები შარშანდელზე ცუდად გამოდიან?
ისინი წელს ვერ აჩვენებენ სანახაობრივ თამაშს, მაგრამ შედეგები სხვარამეზე მეტყველებენ. მათ “ჩემპიონთა ლიგაში” 6 ქულა აქვთ და ასევე მოწინავე ადგილს იკავებენ ქვეყნის პირველობაზეც. მთავარია მათ ფეხბურთი ითამაშონ და ანგარიშგასაწევი გუნდიც ეყოლებათ. ისინი ხომ ამის ვალდებულები არიან.
თქვენი აზრით, იმოქმედებს თუ არა “რეალზე” გუტისა და რაულის არ ყოფნა?
არამგონია, რადგან მათ ყავთ ისეთი ფეხბურთელები, როგორიცაა კასილიასი, არბელოა, ჩაბი ალონსო… ნამდვილად პატივსაცემი პიროვნებები… ასევე კრისიტანო რონალდო, რომელიც ნამდვილად ძალიან კარგი ფეხბურთელია. მადრიდს ყავს იგუაინი და ბევრი ისეთი ახალი ფეხბურთელი, რომელთაც კარგი შედეგის ჩვენება შეუძლიათ და რაღა თქმა უნდა ახალი მწვრთნელი, ჟოზე მაურინიო.
თქვენ უკვე იცნობთ მას… იყო თუ არა თქვენთვის სიურპრიზი მისი ასეთი პროვოკაციული განცხადებები?
ეს უბრალოდ ადამიანის თვისებაა და ჩვენ უნდა მივესალმოთ მას. ჩვენთვის ეს კარგიცაა, რადგანაც ეს ჩვენი გუნდისთვის დამატებითი მოტივაციაა. ზოგჯერ გულშემატკივრებს ჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, რასაც მაურინიოს დამსახურებით იძენენ ხოლმე. ზოგჯერ ეს მოსაწყენიცაა, მაგრამ ამ მხრივ მისი ასეთი კომენტარები ჩვენთვის სასარგებლოა.
გაყენებთ თუ არა რაიმე დარტყმას მისი კომენტარები?
ნამდვილად არა. მე მისი გაცნობა უკვე მოვასწარი და მისი ყველა ნაბიჯის გაანალიზებაც შემიძლია. მაურინიო ძალიან ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგება ის ვერ თამაშობს.
მაგრამ ის ქმნის საფეხბურთო ატმოსფეროს…
ეს მედიისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. ჩვენ აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვართ.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხალხი ჟურნალებს მწვრთნელის გამო ყიდულობს, რადგან წაიკითხონ “ბარსას” დამარცხებაზე, ან რაიმე მსგავსზე…
ამ კუთხით ჩვენ კარგის დანახვაც შეგვიძლია. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა დაამხონ “ბარსას” დიდება. მე მათი მესმის… მათ ხომ 2 წელია არაფერი არ მოუგიათ.
როგორ მოქმედებს თქვენზე მადრიდული პრესის ზეწოლა?
ეს უკვე სხვა, დამატებითი მოტივაციაა. ხშირად ხალხს სტიმულირება სჭირდება იმისათვის, რათა თავები უფრო ძიერად იგრძნონ. რაც მთავარია ჩვენ ჩვენ თამაშს ვაგრძელებთ, ეს სტატიები კი მხოლოდ და მხოლოდ დამატებითი მოტივაციაა და მეტი არაფერი.
ასევე “ჩემპიონთა ლიგის” ფინალი “უემბლიზე”… არის თუ არა ეს თქვენთვის გამოწვევა?
დიახ. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა როგორც ჩვენთვის, ისევე გულშემატკივრებისთვის. შარშან იყო “ბერნაბეუ”, წელს კი “უემბლის” ჯერია. იქ მოსახვედრად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.