“ბარსელონას” ოფიციალური საიტის ცნობით, “მალიორკასთან” მატჩში, “ბარსას” ახალგაზრდა თავადმსხმელმა, პედრო როდრიგესმა ტრავმა მიიღო…
მატჩამდე 15 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც პედრო როდრიგესმა ტრავმის მიღება შეძლო, რის გამოც 78–ე წუთზე მოედანზე, “ბარსა ატლეტიკიდან” გადმოსული ნოლიტო შემოვიდა და თამაშში აქტიურადაც ჩაერთო. მედიკოსების ცნობით, კანარის კუნძულელმა მარცხენა ფეხის მუხლის ქვედა მყესი დაიზიანა. ხვალ, იგი შემოწმებას ხელმეორედ გაივლის და ექიმებიც ინფორმაციას დეტალურად მოგვაწვდიან.
პედრო იყო ერთ–ერთი იმ ფეხბურთელთაგანი, რომელიც ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში, “ევრო 2012″–ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის იყო გამოძახებული. ამ ამბის შემდეგ კი იგი ალბათ, დელ ბოსკეს დახმარებას, ლიტვასა და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებებთან დაპირისპირებაში, ვერ შეძლებს.