“ბარსელონას” ვარსკვლავი ლიონელ მესი, ორი თვის წინ, ლონდონის “არსენალში” გადასვლის შესაძლებლობას განიხილავდა, იტყობინება ინგლისური პრესა.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ეს საკითხი კატალონიური კლუბის ყოფილ ნახევარმცველთან, სესკ ფაბრეგასთან განიხილა. მესი უაღრესად აფასებს “მეთოფეების” მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს და არ იქნებოდა მუშაობის წინააღმდეგ ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით.
შეგახსენებთ, “ბარსელონამ” ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლუის სუარესი განაცხადა. მანამდე, “ლურჯ-ბროწეულისფერების” ექს-მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა ეჭვი შეიტანა მესი-ნეიმარი-სუარესის ტრიოს ეფექტურობაში.