workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკემ ფეხბურთელებზე ისაუბრა

ლუის ენრიკემ ფეხბურთელებზე ისაუბრა

ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა ზოგიერთ ფეხბურთელზე.

ლეო მესი

“ჩემთვის და სხვა ბევრი ადამიანისთვის მესი მაინც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ბევრი მოსაზრება არსებობს, მაგრამ წინა სეზონისა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახვის შემდეგ არ მეეჭვება, რომ ლეო ისევ საუკეთესოა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ 1 სეზონში 60 გოლის გატანა ნორმალურია, მაგრამ ეს არ არის ნორმალური.”

ხავიერ მასკერანო

“ხავიერი სხვადასხვა ვარიანტს გვაძლევს. მომწონს ის ფეხბურთელები, რომლებსაც ბევრის შემოთავაზება შეუძლიათ. მასკერანოს ნახევარდაცვასა და დაცვის ხაზში თამაშის უნარი შესანიშნავი რესურსია. სად ითამაშებს? ვნახოთ. ეს დამოკიდებულია გუნდის საჭიროებებზე.”

3 მეკარე

“ახლა რომ ვირჩევდე ჩემს პირველ სასტარტო შემადგენლობას, მასიპს ვათამაშებდი, რადგან ის არის ერთადერთი მეკარე, რომელსაც კარგად ვიცნობ. შესანიშნავი გოლკიპერია. მინახავს ტერ შტეგენისა და ბრავოს მატჩები, მაგრამ მათ პირადად არ ვიცნობ კარგად. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს სარგებელს მოუტანენ. გადაწყვეტილების მიღებამდე სამივე უნდა ვნახო, მაგრამ აჩქარება არ არის საჭირო. უბრალოდ გვიხარია, რომ ასეთი მაღალი დონის მეკარეები გვყავს.”

ბრავო და ტერ შტეგენი

“ეჭვგარეშეა, რომ ბრავო კარგი მეკარეა. ფეხებით კარგად თამაშობს და შესანიშნავად კითხულობს თამაშს, თუმცა იგივეს თქმა შემიძლია ტერ შტეგენზე. “ბარსას” კარის დაცვა არ არის ადვილი და ამიტომ გვიხარია, რომ სამივე ჩვენს გუნდშია.”

ლუის სუარესი

“პირველივე დღიდან სრული შემადგენლობა იდეალური იქნებოდა, მაგრამ კარგად ვაცნობიერებდით მდგომარეობას, როდესაც ის შევიძინეთ. სანქციის შეცვლის იმედი გვაქვს, მაგრამ ტრაგედია არ იქნება, თუ არ შეიცვლება. უნდა გახსოვდეთ, რომ სხვა ფეხბურთელებიც გვყავს. სეზონი გრძელია და ყველას ექნება შანსი. ასე რომ, სანქცია გასამართლებელი მიზეზი არ არის.”

თავდასხმის ტრიო (მესი, ნეიმარი და სუარესი)

“მწვრთნელებს ყოველთვის სურთ საუკეთესო მოთამაშეები და ისინი ჩვენთან არიან. მოხარული ვარ, მაგრამ მხოლოდ ეს სამი ფეხბურთელი არ ითამაშებს. თავდასხმაში თამაში სხვებსაც შეუძლიათ და ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა იმისათვის, რომ გუნდი იყოს ძლიერი.”

სარეზერვო გუნდი

“არ მსურს სარეზერვო გუნდის უბრალოდ გამოყენება. მინდა, რომ მისი გამოყენების სურვილი სულ მქონდეს. თუ ვინმე იმსახურებს თამაშს, მაშინ პირველი გუნდის კარი მუდამ ღიაა. არ მსურს, რომ ჩემს განკარგულებაში მხოლოდ 22 ან 23 ფეხბურთელი იყოს. მათ ზურგს უკან მთელი სარეზერვო გუნდია.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • cule shaklika 21
    schedule 22 ივლ 2016, 21:45
    #2

    ტერ შტეგენი

    რობერტო უმტიტი პიკე ალბა
    ინიესტა ბუსკეცი რაკიტიჩი
    დენის სუარესი (გომეში)
    მესი ნეიმარი (სუარესი)

    4-4-2

    ან შტეგენი
    რობერტო უმტიტი პიკე ალბა
    ბუსკეცი
    ინიესტა (გომეში) დენისი(რაკიტიჩი)
    მესი სუარესი ნეიმარი(დენისი)

    4-4-3

  • graciasxavi6
    schedule 21 ივლ 2016, 21:17
    #1

    მონტოიას და ტელიოს მაგარი მოუხაზა

    ციტატა: KOTE KVERNADZE
    turanis garda yvelaze sworad ibazra

    შენ ძმაალბათ არ გიყურებია თურანი როგორ თამაშობდა ატლეტიკოში არ არი მარტივი 6 თვერ არ ითამაშო და გუნდს შეეგუო ახალი სეზონიდან იფრენს არდა