ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” ვარსკვლავმა, ოსკარმა განაცხადა, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, გერმანიის წინააღმდეგ დიდი დანაკლისით ხვდება.
“გერმანიასთან მატჩში ჩვენ ნეიმარი ძალიან დაგვაკლდება. მისი შემცვლელი ვინც არ უნდა იყოს, ვალდებულია იბრძოლოს და გერმანიის დამარცხებაში წვლილი შეიტანოს. საუკეთესო, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია – ვითამაშოთ, როგორც გუნდმა.” – განაცხადა, ოსკარმა.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ნეიმარი 4-დან 6 კვირამდე იუქმებს.