workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრაზილიამ პანამა დაამარცხა

ბრაზილიამ პანამა დაამარცხა

ცოტა ხნის წინ დასრულდა ამხანაგური მატჩი ბრაზილიასა და პანამას ნაკრებებს შორის. როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვება ბრაზილიელებს დარჩათ. მათ მეტოქე გუნდი 4:0 გაანადგურეს.

ბრაზილია მატჩში სრულ უპირატესობას ფლობდა. “ბარსელონას” ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა, ნეიმარმა და დანი ალვესმა, პირველ ტაიმში ძალიან ლამაზი გოლები გაიტანეს. ნეიმარმა თავისივე გამომუშავებული ჯარიმა გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა. რაც შეეხება ალვესს, მან შესანიშნავი შორეული დარტყმა შეასრულა, რის შედეგადაც ანგარიში 2:0 გახდა. მატჩში, ასევე, თავი გამოიჩინეს ჰალკმა და ვილიანმა.

ბრაზილია – პანამა 4:0

გოლები: ნეიმარი, 27; დანი ალვესი, 40; ჰალკი, 46; ვილიანი, 73

ბრაზილია: ჟულიო სეზარი, დანი ალვესი (მაიკონი, 46), დავიდ ლუისი (ენრიკე, 70), დანტე, მარსელო (მაქსველი, 46), რამირესი (ერნანესი, 46), ლუის გუსტავო, ოსკარი (ვილიანი, 63), ჰალკი, ნეიმარი, ფრედი (ჟო, 61)

[media=http://www.youtube.com/watch?v=m0B8XgsVvQc]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward