workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “ატლეტიკო”. მატჩს მატეო ლაოსი განსჯის

“ბარსელონა” – “ატლეტიკო”. მატჩს მატეო ლაოსი განსჯის

ლა ლიგის 38-ე ტურის ცენტრალურ მატჩს, სადაც “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” დაპირისპირებას ვიხილავთ, გამოცდილი ვალენსიელი არბიტრი, მატეო ლაოსი განსჯის. იტყობინება, Marca.

შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ორივე კლუბმა 37-ე ტურში გამარჯვება მოიპოვა, სწორედ 38-ე ტურში გაირკვევა ჩემპიონის ვინაობა. ტექნიკურმა კომიტეტმა კი ეს უკანასკნელი მატჩი მატეო ლაოსს მისი მაღალი დონისა და გამოცდილების ხარჯზე ანდო, რომელიც არბიტრმა მიმდინარე სეზონში გამოავლინა.

შეგახსენებთ, რომ ლაოსმა უკვე წარმატებით განსაჯა სამეფო თასის ფინალი მიმდინარე წელს, სადაც ერთმანეთს “ბარსელონა” და “რეალი” დაუპირისპირდა (1:2). 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward