ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების მაისურით ითამაშებენ. “ბარსელონას” მხრიდან 23-კაციან განაცხადში დანიელ ალვესი და ნეიმარი მოხვდნენ. მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ “ბარსელონას” ყოფილი მცველები, ენრიკე (ამჟამად “ნაპოლი”) და მაქსველიც (ამჟამად პსჟ).
ბრაზილიის ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ჟულიო სეზარი, ჯეფერსონი, ვიქტორ ლეანდრო;
მცველები: დანტე, დავიდ ლუისი, ტიაგო სილვა, ენრიკე, დანი ალვესი, მაიკონი, მარსელო, მაქსველი;
ნახევარმცველები: ფერნანდინიო, ერნანესი, ლუის გუსტავო, ოსკარი, რამირესი, ვილიანი, პაულინიო;
თავდამსხმელები: ბერნარდი, ფრედი, ჰალკი, ჟო, ნეიმარი.