workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სავარჯიშო სესია 14/04/2014

სავარჯიშო სესია 14/04/2014

ტატა მარტინოს გუნდმა დღეს დილით “სიუტატ ესპორტივოს” პირველ მოედანზე სავარჯიშო სესია გამართა. ფეხბურთელებმა მზადება დაიწყეს ოთხშაბათს გასამართი, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ მატჩისთვის. ჟერარდ პიკემ, მარკ ბარტრამ და კარლეს პუიოლმა თანაგუნდელებისგან განცალკევებით ივარჯიშეს.

კლუბის პრეზიდენტი, ჟოსეპ მარია ბართომეუ და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა ფეხბურთელებს ესაუბრებოდნენ სესიის განამლობაში.

ყველა, 19-მა შესაძლო ფეხბურთელმა ნორმალურად ივარჯიშა. ფეხბურთელები ვალენსიაში გამგზავრებამდე ბოლო სავარჯიშო სესიას ხვალ, დილის 11 საათზე ჩაატარებენ. ანდრეს ინიესტა და ტატა მარტინო სავარჯიშო სესიის შემდეგ პრესკონფერენციას გამართავენ. ოთხშაბათს გუნდი ვალენსიას “სიუტატ ესპორტივოზე” ივარჯიშებს.

სავარჯიშო სესიის სურათები.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward