workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გარსია და კრისტენსენი ატლეტიკოსთან მატჩისთვის დაბრუნებას უახლოვდებიან

გარსია და კრისტენსენი ატლეტიკოსთან მატჩისთვის დაბრუნებას უახლოვდებიან

calendar_month მატჩის დრო: 8 ნოემბერი, 23:55
bolt მოკლედ
ერიკ გარსიასა და ანდრეას კრისტენსენის გამოჯანმრთელების პროცესი დასკვნით ეტაპს უახლოვდება. ორივე მცველი იმედოვნებს, რომ 8 ნოემბერს, "ატლეტიკოსთან" მატჩში მონაწილეობას შეძლებს.

კატალონიური “ბარსელონას” ორი მცველი, ერიკ გარსია და ანდრეას კრისტენსენი, ტრავმების შემდეგ მოედანზე დაბრუნებას უახლოვდება.

ჟურნალისტ ფერნანდო პოლოს ინფორმაციით, ორივე ფეხბურთელის მიზანია, 8 ნოემბერს, მადრიდის “ატლეტიკოსთან” გასამართი მატჩისთვის მზად იყოს.

კრისტენსენი სექტემბრიდან ვერ თამაშობს ბარძაყის კუნთის დაზიანების გამო, ხოლო ერიკ გარსია ოქტომბერში, “ბეტისთან” შეხვედრაში დაშავდა. მათი არყოფნის პერიოდში ჰანსი ფლიკს დაცვის ხაზში არაერთი საკადრო პრობლემის მოგვარება მოუხდა.

აღსანიშნავია, რომ ფლიკი მანამდე ორივე მცველის დაბრუნებას სანაკრებო პაუზის შემდეგ ვარაუდობდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Legioner1999
    Legioner1999 გულშემატკივარი
    schedule 04 ნოე 2026, 16:42

    როდრი 1 თვით იუქმებსო 🤦‍♂️😅

  • PUIOL5
    PUIOL5 კულე
    schedule 04 ნოე 2026, 14:32

    ეს კარგია. კრისტენსენი გვჭირდებს