workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინიამ ხესუს დე მიგელის გარდაცვალების გამო მატჩის განხილვაზე უარი თქვა

რაფინიამ ხესუს დე მიგელის გარდაცვალების გამო მატჩის განხილვაზე უარი თქვა

bolt მოკლედ
"ასტონ ვილასთან" დუბლის შესრულების შემდეგ რაფინიამ ფეხბურთზე საუბარი არ ისურვა და გარდაცვლილი ხესუს დე მიგელის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. ბრაზილიელმა განმარტა, რატომ აღნიშნა გოლები უჩვეულოდ თავშეკავებულად.

“ბარსელონას” კაპიტანმა რაფინიამ ჩემპიონთა ლიგაზე “ასტონ ვილასთან” 3-0 გამარჯვების შემდეგ მატჩის განხილვაზე უარი თქვა. ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, “ტენერიფეს” თავდამსხმელის, ხესუს დე მიგელის გარდაცვალებამ ძალიან დაამწუხრა.

რაფინიამ ორივე გოლი უჩვეულოდ თავშეკავებულად აღნიშნა. მატჩის დასრულების შემდეგ მან Movistar Liga de Campeones-თან ინტერვიუში განმარტა, რომ ამის მიზეზი სწორედ ეს ტრაგედია იყო.

“დღეს ფეხბურთზე სასაუბროდ კარგი დღე არ არის. გამარჯვებას გულშემატკივრებს ვუძღვნი, მაგრამ კლუბის სახელით მინდა, ხესუს დე მიგელის ოჯახს დიდი მხნეობა ვუსურვო. მშვიდად განისვენოს”, – განაცხადა რაფინიამ.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მომხდარმა მთელი გუნდი შეძრა.

“ეს ნებისმიერ ადამიანს შეიძლებოდა მოსვლოდა. ძალიან მძიმე ამბავია. იგივე ჩვენც შეიძლებოდა დაგვმართნოდა. როდესაც მომხდარის შესახებ გავიგეთ, თავზარი დაგვეცა”.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ხესუს დე მიგელი 3 ნოემბერს გარდაიცვალა. “ტენერიფეს” თავდამსხმელმა წინა დღეს “ანდორასთან” მატჩში მეკარე ხესუს ოვონოსთან მძიმე შეჯახების შედეგად სერიოზული დაზიანება მიიღო.

ინტერვიუს ბოლოს ჟურნალისტმა რაფინიას მატჩის შეფასება სთხოვა, თუმცა ფეხბურთელმა ამ თემაზე საუბრის გაგრძელება არ ისურვა.

“მირჩევნია, ამით შემოვიფარგლო”.

ამის შემდეგ “ბარსელონას” კაპიტანი გასახდელში დაბრუნდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი