ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში “პარი სენ-ჟერმენთან” განცდილი მარცხის მიუხედავად, ლამინ იამალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფენომენალურ ფორმაში იმყოფება. “პარკ დე პრენსზე” კატალონიელთა შემტევმა სეზონის მე-10 გოლი გაიტანა, რაც მორიგი ოსტატური, ფუტსალის სტილის დარტყმით შეასრულა. მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” გოლებში მისი წილი უკვე სარეკორდო ნიშნულს აღწევს.
გუნდის გოლების 40% და ისტორიული 10-10 ნიშნული
მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მიერ გატანილი 50 გოლიდან ლამინ იამალმა უშუალო მონაწილეობა 20-ში მიიღო: 10 თავად გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეს გუნდის ყველა გოლის 40%-ს შეადგენს, რაც ნათლად ადასტურებს, რომ ის არა მხოლოდ თავად უტევს კარს, არამედ პარტნიორებსაც მუდმივად ამარაგებს და ნამდვილი გუნდური მოთამაშეა.
საფეხბურთო ისტორიაში ასე სწრაფად 10-10 (ორნიშნა გოლები და საგოლე პასები) მაჩვენებლის დაფიქსირების პრეცედენტი არ არსებობს. როგორც ჟურნალისტი ორიოლ ხოვე აღნიშნავს, 2011/12 წლების სეზონში ლეო მესის ამ ეტაპზე 25 საგოლე მოქმედება (16 გოლი და 9 პასი) ჰქონდა, თუმცა 10 საგოლე გადაცემის ნიშნულს ისიც კი მოგვიანებით მიუახლოვდა.
კილიან მბაპეს რეკორდის გამეორება ჩემპიონთა ლიგაზე
ეს არ არის ერთადერთი გამორჩეული ფაქტი “რეალ მადრიდთან” გასამართი ელ კლასიკოს წინ. პარიზელთა კარში გატანილი ბურთით “ბარსელონას” მეათე ნომერი ჩემპიონთა ლიგაზე 20 წლამდე ასაკში გატანილი გოლების რაოდენობით ისტორიულ ზღვარს გაუთანაბრდა.
კონტინენტის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ჩატარებულ 36 შეხვედრაში იამალის ანგარიშზე უკვე 13 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა. ამრიგად, მან კილიან მბაპეს რეკორდი გაიმეორა, რომელსაც 20 წლის შესრულებამდე ჩემპიონთა ლიგაზე ზუსტად 13 გოლი ჰქონდა გატანილი. იმის გათვალისწინებით, რომ ლამინი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და შესანიშნავ ფორმაშია, ამ რეკორდის დამხობა და ერთპიროვნულად გალიდერება დროის საკითხია.
რაც გინდა ცუდი თამაში ქონდეს ერთს მაინც გაკეთებს ისეთს რაც შეცვლის სცენარს👌🏻ჩემი აზრით ფლიკი კიდე კარგად ვერ იყენებს იამალს დელაფუენტეს სისტემას გადახედოს ვურჩევდი ნაკლებ გოლსაც გაუშვებს.✌🏻
ლამინი ხოდზე უნდა იყოს რეალთან. დიომანდეს დავცინოდით და სულ მაგრად შემოდის ზამენიდან და გოლსაც იტანს. პსჟსთან ჩასვრა მთლიანად ფლიკის კისერზეა
გრძელვადიან გეგმაში სწორად მოიქცა, და კლასიკო პრიორიტეტად გახადა ფლიკმა. ეს იყო სწორი. თუნდაც ის რომ პედრი და როდრის ერთად თამაში ვერ ვნახეთ გაიყვანა რაფინია და ასე შემდეგ… ეს მეტყველებს კლასიკოსთვის ძალების დაზოგვაზე. შეცდომებზე სწავლობს. გახსოოვს ატლეტიკოსთან 4-0 რო წავაგეთ და მეორე მატჩში მთლიანი ძალები რო დახარჰჯეს? შემდეგ გახსოვს ჩემპიონთა ლიგაზე როგორი გადაღლილები იყვნენ?