“პარი სენ-ჟერმენთან” გამართულ შეხვედრაში (2-4) ჰანსი ფლიკმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და “რეალ მადრიდთან” ელ კლასიკოს წინ დასვენებული როდრი ერნანდესის ნაცვლად საყრდენ ზონაში სასტარტო შემადგენლობაში 19 წლის მარკ ბერნალი გაამწესა.
ახალგაზრდა ნახევარმცველმა ევროპის მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ თავი ღირსეულად წარმოაჩინა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, საფინალო სასტვენის შემდეგ კი მარცხის მიუხედავად, პოზიტიურ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება.
ფლიკის მოთხოვნა და ჩემპიონთა ლიგის მკაცრი კანონები
ბერნალმა აღნიშნა, რომ “ბარსელონამ” მოედანზე ის თამაში აჩვენა, რასაც მთავარი მწვრთნელი მათგან ითხოვდა:
“ეს იყო მატჩი, რომელსაც ძალიან კარგად, ხასიათითა და პიროვნულობით შევხვდით – სწორედ ეს იყო ის, რაც ფლიკმა გვთხოვა. თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე შეხვედრების ბედი მცირე დეტალებით წყდება”.
მზერა მომავლისკენ
ახალგაზრდა ნახევარმცველს მიაჩნია, რომ “პარკ დე პრენსზე” მიღებული მძიმე გამოცდილება გუნდის განვითარებისთვის აუცილებელი ეტაპია:
“ახლა მთავარია შეცდომების გამოსწორება ვცადოთ, რადგან წინ კიდევ ბევრი მატჩია და ეს გამოცდილება მომავალში აუცილებლად გამოგვადგება”.
ეს ფლიკი ზოგადად არავის ასვენებს ხოლმე ხალხს წურავს ბოლომდე და რატო მოუნდა გუშინ ძალების დაზოგვა ბეტისთან დაესვა სკამზე როდრი და პედრიც ძალიან ბევრს ათამაშებს ხოლმე კუბარსის იამალს პედრის და კიდე რამოდენიმეს საერთიდ არ ასვენებს ხოლმე ატლეტიკო ბარსა რომ იყო ჩმპ ლიგა პირველი მატჩის შემდეგ ლა ლიგაზე მეორე გუნდით გამოვიდნენ და სრულიად აღიდგინეს ძალები და ფლიკს კიდე დასვენება😀
არ მჯერა ამ ბავშვის ბუსკეცობის, მომენტებში შვაინშტაიგერი ჰგონია ხოლმე თავი რომ ვაკვირდები 🤣
ფლიკმა წააგო ეს თამაში, რაფინია პედრი და ესპარტი გაიყვანა ისინი ვისაც მისდიოდათ თამაში,ამ დროს ქაჯი გავი შემოაგდო რომელიც არაფრად არ ვარგა,როდრის უნდა დაეწყო კიდევ.
არაუხოს გოლი ძაან გამიხარდა და ფანები როგორ ჩაეხუტა იმედია მოიხოდება და დაიტოვებს ლივერპული
ამ ბავშვსაც ვერ გააკრიტიკებ სათამაშო დრო არ აქვს და უცბად შეაგდო პსჟსთან სისულელე გაკეთა ფლიკმა✌🏻
რაღა გამოცდილება არ აქვს,
შარშან სეზონის მეორე ნახევარში თითქმის ყველა თამაშში იყო,
ეხა როდრი მოვიდა და მაინც აძლევდა ფლიკი დროს,