“ბარსელონა” “პარკ დე პრენსზე” “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ გასული სეზონის ეკიპირებას მოირგებს. UEFA-მ და ტელემაუწყებლებმა კატალონიურ კლუბს სატელევიზიო ეთერში ხილვადობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად სთხოვეს, მიმდინარე სეზონის არცერთი მაისური არ გამოიყენოს. შესაბამისად, ჰანსი ფლიკის გუნდი მოედანზე ნარინჯისფერ ფორმაში გამოწყობილი გავა.
რატომ დაიწუნეს მიმდინარე სეზონის მაისურები?
ეს ნარინჯისფერი კომპლექტი 2025/26 წლების სეზონში კლუბის მესამე ფორმა გახლდათ (მეორე ფორმა ყვითელი ფერის იყო, კობი ბრაიანტის ლოგოთი). UEFA-მ და შეხვედრის რეჟისორებმა მიიჩნიეს, რომ 2026/27 წლების სეზონის სამივე მაისური პსჟ-ს ფერებთან მიმართებით მაყურებელში გაურკვევლობას გამოიწვევდა.
უარყოფილი იქნა როგორც პირველი, ტრადიციული ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმა, ისე ორივე ალტერნატიული ვარიანტი: მეორე (შავ-იასამნისფერი) მაისური ფრანგული გუნდის ფერებს ემსგავსება, ხოლო მესამე (ლურჯი) ფორმა, მათი შეფასებით, ტელემაყურებლებისთვის სურათის აღქმას გაართულებდა.
დადებითი პრეცედენტი ბაზელში
მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მიერ გასული წლის ნარინჯისფერი ფორმის გამოყენება პირველი შემთხვევა არ იქნება. წინასასეზონო მომზადების ეტაპზე ჰანსი ფლიკის გუნდმა ამ ეკიპირებით ბაზელში ამხანაგური მატჩი გამართა. პრეცედენტი კი მეტად პოზიტიურია: “სანქტ იაკობ-პარკზე” კატალონიელებმა 2-5 გაიმარჯვეს.
forum კომენტარები (0)