ჰანსი ფლიკის “ბარსელონამ” მორიგი ისტორიული ნიშნული დააფიქსირა. “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ხეტაფესთან” მოპოვებული გამარჯვება (3-0) გუნდისთვის ლა ლიგის საწყის რვა შეხვედრაში მერვე მოგება გამოდგა. ამ შედეგით კატალონიელებმა ესპანეთის ჩემპიონატში კლუბის ისტორიაში საუკეთესო სტარტი გაიმეორეს, რომელიც 2013/14 წლების სეზონში ხერარდო “ტატა” მარტინოს ხელმძღვანელობით დაფიქსირდა.
სანაკრებო პაუზამდე “ბარსამ” ზედიზედ დაამარცხა “ელჩე”, “ატლეტიკი”, “რაიო ვალეკანო”, “ვალენსია”, “ლევანტე”, “რასინგ სანტანდერი” და “სევილია”, რითაც სატურნირო ცხრილს სათავეში დამაჯერებლად ჩაუდგა. განახლებულ ჩემპიონატში “ხეტაფეს” ბარიერის დაძლევამ კი ეს სერია რვამდე გაზარდა.
ერთი ნაბიჯი ესპანეთის რეკორდამდე
რვა გამარჯვების შემდეგ, “ბარსელონას” მომდევნო ამოცანა ლა ლიგის აბსოლუტური ისტორიული რეკორდის გამეორებაა. ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში სეზონის საუკეთესო სტარტი (9 მოგება 9 მატჩში) “რეალ მადრიდს” ეკუთვნის, რომელიც მათ შორეულ 1968/69 წლების სეზონში დააფიქსირეს.
ფლიკის გუნდს ამ რეკორდის გამეორების შანსი მომდევნო ტურში ექნება, როდესაც “ლა კარტუხაზე” “რეალ ბეტისს” ესტუმრება.
ცხრიდან ცხრა: საუკუნოვანი საკლუბო რეკორდის დამხობა
თუ ყველა ოფიციალურ ტურნირს გავითვალისწინებთ (მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე “ფეიენორდთან” გამარჯვებას), “ბარსელონამ” 2026/27 წლების სეზონის საწყისი ცხრავე შეხვედრა მოიგო.
ეს შედეგი კლუბის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია: ფლიკის გუნდმა გადაასწრო 1925/26 წლების სეზონის ლეგენდარულ მიღწევას, როდესაც “ბლაუგრანამ” სეზონის პირველი რვა ოფიციალური შეხვედრა მოიგო.
ტოპ 5 ლიგიდან ყველა გრანდზე 2 ჯერ მეტი გოლი აქ ბარსელონას გატანილო საოცარ ფორმაშია გუნდი.იმედია სეონის ბოლპმდეც და მერეც ამ შემართებით იქმებიან
ოოხ შერკი რას დახატავდა ამ ბარსაას,ეგ მოკლე მონაკვეთებში არანორმალურად მოქმედებს,ძაან კლასნია რა,ეგ რო გვარდიოლას ყოლოდა უფრო მეტი ტიტტული ექნებოდა სიტის,ტიკო ტაკაში მომაკვდინებელი იქნებოდა
აუ რაიან ჩერკი რა კლასნი კაცია, რამხელა ფუფუნებაა ამ დონის იგროკი რო გყავს გუნდში, ძალიან მაგარია.
ენფილდზე ისაქმებს სიტი, აემ გუნდის მოკვეთა შეიძლება საიდანმე? არადა ლიგაზე თუ ვინმეს შეუძლია კონკურენცია გაგვიწიოს სიტი და ბაიერნია, სხვა არცერთი, თუმცა ორივე უნდა დავძრათ წესით.
კლასიკოზე ჯოზე ალბათ ჩაგვიყენებს სვარკას,თითქმის დარწმუნებული ვარ რომ 11 ივე კაცი დაცვაში იდგება