workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრიციო რომანო: ჰოლანდის ხილვა ბარსელონაში ან რეალ მადრიდში გასაკვირი არ იქნებოდა

ფაბრიციო რომანო: ჰოლანდის ხილვა ბარსელონაში ან რეალ მადრიდში გასაკვირი არ იქნებოდა

bolt მოკლედ
"მანჩესტერ სიტის" ირგვლივ შექმნილი გაურკვევლობის ფონზე, ფაბრიციო რომანომ ერლინგ ჰოლანდის მომავალზე ისაუბრა. ინსაიდერის თქმით, ნორვეგიელი გოლეადორის ხილვა "ბარსელონაში" ან "რეალ მადრიდში" მოულოდნელი არ იქნება, თუმცა ამ ეტაპზე ფეხბურთელი სრულად ინგლისურ კლუბზეა კონცენტრირებული.

ერლინგ ჰოლანდი “მანჩესტერ სიტის” მთავარი ძვირფასი ქვაა. ინგლისური კლუბი ბოლო დღეებში საკმაოდ რთულ, უხერხულ და გაურკვეველ ინსტიტუციურ ვითარებაში აღმოჩნდა პრემიერ ლიგაში ფინანსური წესების მძიმე დარღვევების ბრალდების გამო. სანამ იურიდიული პროცესები და შესაძლო სანქციები გაირკვევა, ბრიტანეთში აქტიურად მსჯელობენ იმაზე, თუ რა ბედი ელით გუნდის წამყვან ვარსკვლავებს – ამ სიაში კი პირველი სახელი აუცილებლად ერლინგ ჰოლანდია.

ამ თემასთან დაკავშირებით ცნობილმა სატრანსფერო ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ განაცხადა, რომ 26 წლის ნორვეგიელი ფორვარდის გარშემო ნებისმიერი სცენარის განვითარება ლოგიკურია, რადგან მსოფლიო დონის გოლეადორი ევროპული გრანდების მუდმივ ინტერესს იწვევს:

“სულაც არ გამიკვირდება, ერთ დღეს ის ესპანეთში რომ ვიხილოთ. ეს ის შესაძლებლობაა, რომლის გამორიცხვაც არ შეიძლება – იქნება ეს ორ, სამ, ოთხ თუ ხუთ წელიწადში”, – აღნიშნა რომანომ.

ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა როგორც ესპანური გრანდების ინტერესს, ისე ფეხბურთელის კავშირს “სიტისთან”:

“ბარსელონა” და ‘რეალ მადრიდი’ ჰოლანდს ჯერ კიდევ ‘დორტმუნდში’ თამაშის დროიდან ყურადღებით აკვირდებიან. თუმცა, ამ მომენტში ჰოლანდი სრულად ‘მანჩესტერ სიტიზეა’ კონცენტრირებული. ის კლუბის მიმართ დიდ პატივისცემას იჩენს, კონტრაქტი გაახანგრძლივა და უახლოეს დღეებში არანაირი სატელეფონო ზარები ან მოლაპარაკებები არ გაიმართება”.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 17 იანვარს ჰოლანდმა “მანჩესტერ სიტისთან” ახალი, გრძელვადიანი ხელშეკრულება 2034 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში 59 შეხვედრაში 65 გოლის ავტორს მედიაში ატეხილი აჟიოტაჟის მიუხედავად, კლუბიდან წასვლის სურვილი არ გამოუხატავს.

პეპ გვარდიოლას შემცვლელმა, “ქალაქელების” ამჟამინდელმა დამრიგებელმა ენცო მარესკამ კი ბოლო საათებში ხელმძღვანელობის მიმართ ნდობა კიდევ ერთხელ დაადასტურა: “ძალიან მშვიდად ვარ. კლუბის პოზიცია სრულიად მკაფიოა და ჩვენ ხელმძღვანელობას ბოლომდე ვენდობით”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

დატოვე კომენტარი

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 09 ოქტ 2026, 18:20
    #11

    არადა რეალურად უმეტეს შემთხვევაში ბარსას კი არ ეხმარებოდნენ, პირიქით ჩაგრიდნენ აქეთ და ისე გამოჰყავდათ ვითომ ბარსას მსაჯები წყალობდნენ. თუნდაც 2009 წლის ნახევარფინალი ავიღოთ ჩელსისთან, ის თამაში ხო პირზე აკერიათ დღემდე, არადა მაგ თამაში ტყუილად გაგდებული აბიდალი და არ გაგდებული დროგბა რომელმაც პიკეს მუცელში წიხლი ჩაარტყა არავის ახსოვს, არც პირველ მატჩში ანრიზე არ დადებული პენალტი და არ გაგდებული ბალაკი, როცა ბარსა ლონდონში ერთ ბურთიანი უპირატესობით უნდა ჩასულიყო და ლონდონელებს ბალაკის სახით ერთ-ერთი ლიდერი არ უნდა ჰყოლოდათ. 2010-ში ინტერთან მილიტოს თამაშგარე გოლი, მეორე მატჩში იბრას მაისური რო შეამოახიეს და პენალტი არ დაგვიდეს, მანდ ბოიანის გოლიც ჩასათვლელი იყო ტურეს მიდებულ ხელზე მოხვდა. 2016-ში ატლესთან ბოლო წუთებზე ინის დარტყმული რო ატლეტიკოს მცველს ხვდება ხელი საჯარიმოს შიგნით და 100% პენალტი არ დაგვიდეს. ეს და კიდევ რამდენის ჩამოთვლა მომიწევს. ნუ ლა ლიგას რაც შეეხება 2014-ში ატლესთან გადამწყვეტ მატჩში სუფთა გოლი რო არ ჩაგვითვალეს და მაგის გამო ჩემპიონობა დავკარგეთ, ფაქტები ესაა მეგობრებო.

  • GiorgiM4
    GiorgiM4 ახალბედა
    schedule 09 ოქტ 2026, 17:51
    #10

    ნეგრეირას საქმეზე უეფა ელოდება ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათი განაჩენიც ამაზე იქნება დამოკიდებული. თუ პერესის ხელშია ორივე, მაშინ რავი არ ყოფილა საშველი…
    მე ერთი იმის მეშინია, როცა როსელი და მერე ბართომეუ იყვნენ პრეზიდენტები, იმათ არ ქონდეთ რამე მიქარული. რეალიდან რომ დაენიშნათ ვინმე პრეზიდენტი ბარსას ჩასაძირად, იმაზე უარესს ვერ იზავდნენ რასაც ეგ ორი ადამიანი აკეთებდა.
    სხვა შემთხვევაში რავი, მსაჯს თუ ყიდულობს ვინმე, რომელი იდიოტი გადაუხდის ფულს საბანკო გადარიცხვით? 😂 ძალიან არა ლოგიკურია.

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 09 ოქტ 2026, 16:19
    #8

    რეალ მადრიდს რო მსაჯობაზე ექნება პრეტენზიები ნებისმიერ გუნდთან და მითუმეტეს ბარსასთან, სასაცილოა, ჯერ მარტო ვარის ეპოქაში ჩუამენზე რა პენალტი არ დადო ეგ ერთი მომენტიც კმარა ვის ჰყავს მოსყიდული მსაჯები რა, ნუ ჩემპიონთა ლიგაზე აღარც ვსაუბრობ დაჟე, 3 ჩემპიონთა ლიგა წიხლით შეტენეს ზედიზედ, მაგის იქეთ ფინალში იუვესთან მიატოვიჩის თამაშგარედან გატანილი გოლით მოიგეს ის ლიგაც და რავიცი მთელი ისტორიის მანძილზე კიდევ რამდენია გასახსენებელი? ბარსა სადაც იჭერს იქ რომ ხერხავს ვერ მოუნელებიათ ეგაა საქმე. ჰოდა სიტის რაც შეეხება, ანალოგიური სიტუაციაა, ვერ აიტანეს ამ გუნდის დომინირება და სპეციალურადაა აგორებული ეს ამბავი, თორე რა სხვა გუნდები ფრთიანი ანგელოზები მყვანან? პეპმა და სიტიმ ულაღლაღეს მთელ პრემიერ ლიგის ჩისტად და სრულიად ლოგიკურად, ესაა სიმართლე. ბარსას მერე ჩემი ფავორიტი გუნდი სიტია და ძალიან მევასება, აგუეროს გოლი ბოლო წუთებზე და წართმეული პრემიერ ლიგა წითელი ეშმაკებისთვისაც გაჩალიჩებული იყო აბა რა. თუ ვინმე დასასჯელია ეს დამპალი რეალი და პსჟ-ეა, შარშანდელი ლიგა წიხლით რო შეტენეს.

    • Don_Andresito
      Don_Andresito ლეგენდა
      schedule 09 ოქტ 2026, 17:36
      #9

      ხელსიფი კარგადაა მომჯდარი უეფაში და ჯიბეში ყავს კორუმპირებული ჩეფერინი. თორე სიტი ინგლისური კლუბი მაინც იყო და რაღაც შემოსავალი ექნებოდა, როცა პსჟ ზე 3 მეტ თანხას ტრანსილაციებიდან სანდერლენდი და ნოტინგემი იღებენ, როგორ მოახერხა გუნდმა ნეიმარის და მბაპეს ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე შეძენა? 400 მლნ როგორ გადაიხადა? მბაპეს იჯარა ხო სასაცილო იყო. გუნდი ერყდროულად უხდიდა სასწაულ ხელფასებს ნეიმარს მესის მბაპეს დი მარიას რამოსს და მარტო მაგათი თანხა უჯდებოდა 300 მილიონზე მეტი. და ამ დროს პსჟ ეს რა შემოსავალი ქონდა მაგისთანა? მარა ვინ იღებს ხმას. იქ ჩელსი ნაკლებს ხარჯავს? 10 წლიან კონტრაქტებს უდებს ტიპებს, 100+ მილიონიან ტრანსფერებს ყოველ წელს დებს და ლიგაზეც არაა თან. დავიჯერო დადებითი ბალანსი აქ? როცა სიტიმ ამ დროში 4 პრემიერ ლიგა ზედიზედ დადო, ერთი ტრებლი და ლიგაზე სისტემატიურად იყო. გასაგებია რო დარღვევები ექნებოდა მარა მაშინ ყველას ფინანსები გამოიძიონ. რეალი რომელიც 10 წელი ლიგის 1/8 ფინალს ვერ ცდებოდა, ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე რონალდო კაკა ბენზემა და რამოსი იყოდა. დღევანდელ დროში ეგ 600-700 მილიონის ბაზარია. და საიდან ფული? ფაქტია პერესის და ხელაიფის ნაირი ნაბო..რების დაფინანსებული შეტევაა გრანდებზე. ეგრე უნდათ მოიშორონ კონკურენტები. აბა სად იყო ნეგრეირას საქმე წუმპეში რო იყო გუნდი. რო ავთამაშდით და რეალის გერბზე დავაწუწეთ მერე ამოთხარეს ნეგრეირა

  • Mariami Kh
    Mariami Kh გულშემატკივარი
    schedule 09 ოქტ 2026, 16:07
    #7

    რაფინია არის სუფთა ხრუსტალი. ერთი ფეხის გადაბრუნებით თვენახევარს იუქმებს ხოლმე რა უბედურებაა. როგორც შარშან იყო ისე იქნება ახლაც, ვითომ ხომ ორ მატჩს ტოვებს დღეის მდგომარეობით, საბოლოოდ 2 თვეში დაბრუნდება 🙃🙃🙃🙃

  • AFRO
    AFRO ახალბედა
    schedule 09 ოქტ 2026, 16:00
    #6

    რაფინიას ტრავმა არააქო ფაბრიციომ დაწერა მარა ხეტაფესთან და გალათასარაისთან არიქნებაო ასვენებსო ფლიკიო პსჟ და რეალთან ინახავს უეჭველი

  • Fuhrer
    Fuhrer ახალბედა
    schedule 09 ოქტ 2026, 14:29
    #4

    ნეგრეირას საქმეზე იწერება კიდე, თუ დამტკიცდა ბარსა წლების განმავლობაში ვერ ითამაშებს უეფას ტურნირებზე. შეიძლება ვაბშე ლა ლიგიდან მოკვეთონ. დაწერეთ რამე ამ თემაზე.

    • Barca
      Barca გულშემატკივარი
      schedule 09 ოქტ 2026, 15:22
      #5

      ლაპორტა არ დათმობს მგონია

  • azulgerana
    azulgerana ლეგენდა
    schedule 09 ოქტ 2026, 12:06
    #2

    იგივე თუ არ დაატყდა ბარსელონას კაი იქნება ჯერ სიტიზეც ვიცინოდით მაგრამ ეგე ყველაფერი როგორ ცუდად დამთავრდა ეს პერესი კიდე არ ისვენებს უტევს და უტევს ბარსელონას

  • AFRO
    AFRO ახალბედა
    schedule 09 ოქტ 2026, 11:51
    #1

    სტატიები ვნახე მბაპე არის უკმაყოფილო ამ შემადგენლობითო და შეიძლება 2027 ზაფხულში დატოვოს რეალიო😆😆😆😆და ეგრე თუ მოხდა ბებერი ნაბოზარი უეჭველი ჰოლანდზე დაჩალიჩდება

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 09 ოქტ 2026, 14:27
      #3

      ლივერპულში უნდა გადასვლა, რეალში არ მაფასებენო. ვის რაში აინტერესებს რეალში მაგის გოლები, მესამე სეზონია რეალისთვის ტიტულების გარეშე და მგონი ვერც წელს მოიგებს ეს კი პერესისთვის სიკვდილის ტოლფასია. იწერება 250 მილიონს იხდიანო ინგლისელები. და თუ რეალი მართლა ვერ მოიგებს ამ სეზონშიც ტიტულებს მოურსაც გაუშვებენ და მბაპესაც. უტვინოები არიან და იმიტომ.