workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შთამბეჭდავი შედეგები სანაკრებო პაუზების შემდეგ

შთამბეჭდავი შედეგები სანაკრებო პაუზების შემდეგ

bolt მოკლედ
ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით "ბარსელონა" სანაკრებო პაუზების შემდეგ შესანიშნავ სტატისტიკას აჩვენებს: 8 შეხვედრიდან 7 მოგება და 1 ფრე (შინ ასპროცენტიანი შედეგით). განახლებულ ჩემპიონატში განსაკუთრებით შედეგიანი პედრია, რომელსაც სანაკრებო პაუზის შემდგომ მატჩებში სამი გოლი აქვს გატანილი.

მას შემდეგ, რაც 2024 წლის ზაფხულში ჰანსი ფლიკმა გუნდი ჩაიბარა, “ბარსელონა” სანაკრებო პაუზების შემდეგ გამართულ პირველ შეხვედრებში უმაღლეს დონეს ავლენს. გერმანელი სპეციალისტის ხელში ბალანსი ასეთია: რვა მატჩი, შვიდი გამარჯვება და მხოლოდ ერთი ფრე, თანაც საკუთარ მოედანზე გუნდს ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. “ბლაუგრანა” “ხეტაფეს” შაბათს, 10 ოქტომბერს, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” დაუპირისპირდება (მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება).

ორი სეზონის სტატისტიკა: უშეცდომო საშინაო სერია

პირველ, 2024/25 წლების სეზონში “ბარსამ” სექტემბერში “ჟირონა” სტუმრად 4-1 გაანადგურა, ოქტომბერში შინ “სევილიას” 5-1 გადაურბინა, ნოემბერში ვიგოში “სელტასთან” 2-2 ითამაშა, ხოლო 2025 წლის მარტში საკუთარ მოედანზე “ოსასუნა” 3-0 დაამარცხა.

მომდევნო, 2025/26 წლების სეზონში სურათი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გამოდგა:

  • სექტემბერში “ვალენსიასთან” გამანადგურებელი 6-0 “იოჰან კრუიფზე”;
  • ოქტომბერში “მონჟუიკზე” 2-1 მოგება “ჟირონასთან”;
  • ნოემბერში “ატლეტიკთან” 4-0 “სპოტიფაი კამპ ნოუზე” დაბრუნებისას;
  • 2026 წლის აპრილში მადრიდში, “მეტროპოლიტანოზე” “ატლეტიკოს” დამარცხება (2-1).

ჯამში ოთხიდან ოთხი მოგება.

ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნებისას “ბარსა” სათამაშო ტემპს მალევე იჭერს და მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელები დიდი დატვირთვითა და მიკროტრავმებით ბრუნდებიან, გუნდის რეაქცია ყოველთვის საიმედოა. ამჯერად სანაკრებო პაუზა სამკვირიანი გამოდგა, ამიტომ საინტერესოა, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ფლიკი (მაგალითად, რაფინიას თამაში ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა).

ფლიკის უცვლელი ჩვევა და გოლები სანაკრებო შესვენების შემდეგ

სანაკრებო პაუზების შემდეგ ფლიკის მიდგომაში რამდენიმე მკაფიო დეტალი იკვეთება. ის თითქმის არასდროს ამბობს უარს ძირითად ფეხბურთელებზე, თუ საქმე უშუალოდ ტრავმას არ ეხება. კუბარსიმ, კუნდემ, ლამინ იამალმა და პედრიმ რვიდან სულ მცირე შვიდ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

გარდა ამისა, დაბრუნებისას ბევრი მათგანი გოლებითაც გამოირჩევა. განსაკუთრებით აღსანიშნავია პედრი, რომელმაც პაუზის შემდგომ მატჩებში სამჯერ გამოიჩინა თავი: ორჯერ “ჟირონასთან” და ერთხელ “სევილიასთან”. საერთო ჯამში, კანარელ ნახევარმცველს “ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 250 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი.

პედრი ერთადერთი როდია, ვისაც სანაკრებო პაუზების შემდეგ გოლის გატანა უყვარს:

  • ფერმინ ლოპესი: 3 გოლი (ერთი “ატლეტიკთან” 2024/25 წლებში და დუბლი “ვალენსიასთან” 2025/26 წლებში).
  • რაფინია: 3 გოლი (ორი “ვალენსიასთან” და ერთი “სელტასთან”).
  • დანი ოლმო: 2 გოლი (თითო “ჟირონასთან” და “სელტასთან” 2024/25 წლების სეზონში).

სტატისტიკა შთამბეჭდავია და ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომ ჰანსი ფლიკის გუნდი “ხეტაფესთანაც” ჩვეულ დომინანტურ რიტმს უპრობლემოდ დაუბრუნდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 08 ოქტ 2026, 15:52
    #1

    ეს რომელ წელს დაწერილი ნიუსია? რაის ფრე?